![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/37/Vau_Deja.jpg/640px-Vau_Deja.jpg&w=640&q=50)
შკოდერის ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
შკოდერის ოლქი (ალბ. Qarku i Shkodrës) — ოლქი ალბანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავს 3 562 კმ²-ს. სიდიდით მეორეა ალბანეთის 12 ოლქს შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება კუკესის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლეჟის ოლქი; ჩრდილოეთით მონტენეგრო და სამხრეთ-დასავლეთით ადრიატიკის ზღვა. შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან: ფუშე-არეზი, მალესი-ე-მადე, შკოდერი და ვაუ-ი-დეიესი.[3] ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შკოდერი.
ოლქი | |||
---|---|---|---|
შკოდერის ოლქი | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | შკოდერი | ||
შიდა დაყოფა | Malësi e Madhe District, Pukë District და Shkodër District | ||
კოორდინატები | 42°10′00″ ჩ. გ. 19°45′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 3562.0 კმ² | ||
მოსახლეობა | 193 009 (1 იანვარი, 2022)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] | ||
ოფიციალური საიტი | https://qarkushkoder.gov.al/ | ||
| |||
ბრინჯაოს ხანაში ოლქის ტერიტორია დასახლებული იყო სხვადასხვა ილირიული ტომებით, არდიებით და ლაბეატებით. ჯერ კიდევ ძვ. წ. II საუკუნეში ილირია რომის მიერ ანექსირდა და მისი განუყოფელი ნაწილი გახდა. გვიან შუა საუკუნეებში ტერიტორია ვენეციისა და ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მოექცა, რამაც 1912 წელს თანამედროვე ალბანეთის გაჩენა განაპირობა.