From Wikipedia, the free encyclopedia
შიდა ქალაქი (გერმ. Innere Stadt) — ვენის I მუნიციპალური უბანი (1. Bezirk). ის არის ქალაქის ისტორიული ცენტრი. 1850 წლამდე, სანამ ვენა გაფართოვდებოდა, მისი საზღვრები ემთხვეოდა დღევანდელი შიდა ქალაქის საზღვრებს. ტრადიციულად ის იყოფა ოთხ ნაწილად, რომლებიც ქალაქის ძირითად გასასვლელებს ემთხვეოდა. ესენია: Stubenviertel (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი), Kärntner Viertel (სამხრეთ-აღმოსავლეთი), Widmerviertel (სამხრეთ-დასავლეთი) და Schottenviertel (ჩრდილოეთ-დასავლეთი).
შიდა ქალაქს ყოფილი გალავნის ადგილას დღეს რინგშტრასე უვლის გარს. აქ დასაქმებულთა რიცხვი შეადგენს 100,745-ს, რაც ვენის სხვა უბნების მაჩვენებელზე მაღალია. ამის მიზეზი ტურიზმი და იქ განთავსებული ფირმების სათავო ოფისებია.
შიდა ქალაქი ვენის ცენტრალური უბანია. მას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდდან ესაზღვრება ლეოპოლდშტადტი, აღმოსავლეთიდან ლანდშტრასე, ვიდენი და მარიახილფი სამხრეთიდან, ნოიბაუ და იოზეფშტადტი დასავლეთიდან ხოლო ალზერგრუნდი ჩრდილოეთიდან.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Innere Stadt
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.