შიდაგერმანული საზღვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
შიდაგერმანული საზღვარი (გერმ. Innerdeutsche Grenze წარმოითქმის [ˈɪnɐdɔʏtʃə ˈgʁɛntsə] ან Deutsch-deutsche Grenze წარმოითქმის [ˈdɔʏtʃˌdɔʏtʃə ˈgʁɛntsə];გამოითქმის ასევე Zonengrenze წარმოითქმის [ˈtsɔnənˌgʁɛntsə]) იყო საზღვარი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა (გდრ, აღმოსავლეთ გერმანია) და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას (გფრ, დასავლეთ გერმანია) შორის 1949 წლიდან 1990 წლის ჩათვლით. აღნიშნულში არ იგულისხმება, მსგავსი და ფიზიკურად განცალკევებული ბერლინის კედელი, საზღვრის სიგრძე იყო 1,393 კილომეტრი (866 მილი), იწყებოდა ბალტიის ზღვიდან და გრძელდებოდა ჩეხოსლოვაკიამდე.
საზღვარი ოფიციალურად დაარსდა 1945 წლის 1 ივლისს, როგორც გამყოფი ხაზი დასავლეთ და საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ზონებს შორის, ყოფილი ნაცისტური გერმანიისგან. აღმოსავლეთ მხარე, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული საზღვარი ჰქონდა, შედგებოდა მაღალი ლითონის ღობეებისა და კედლების უწყვეტი ხაზისაგან, მავთულხლართების, სიგნალიზაციის, ანტი-საავტომობილო თხრილების, სათვალთვალო კოშკურების, ნაღმებისა და დანაღმული ველებისაგან. პატრულირებას ეწეოდა 50 ათასი, შეიარაღებული, აღმოსავლეთ გერმანელი ოფიცერი, რომელთა მოპირდაპირე მხარესაც იდგა ათი ათასობით დასავლეთ გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო ნაწილები. [1] საზღვრის ორივე მხარეს განლაგებული იყო ნატოსა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების მილიონზე მეტი ჯარისკაცი.
საზღვარი იყო ფიზიკური მანიფესტაცია უინსტონ ჩერჩილის მეტაფორის - რკინის ფარდა , რომელიც ყოფდა საბჭოთა და დასავლურ ბლოკს ცივი ომის პერიოდში, რაც იყო ხაზგასმა ორი ეკონომიკური სისტემის დაპირისპირებისა - კაპიტალიზმისა და კომუნიზმის. მშენებლობა დაიწყო აღმოსავლეთ გერმანიის მიერ 1952 წლიდან და გრძელდებოდა გვიანდელ 1980-იან წლებამდე,[2] მშენებლობის მიზანი იყო აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში მასობრივი ემიგრაციის შეჩერება. ცნობილია, რომ საზღვრის არსებობის 45 წლის მანძილზე, ამ ემიგრაციას ემსხვერპლა 1000- მდე ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას.[3] ემიგრაცია იწვევდა მრავალ პრობლემას ორივე მხარეს, როგორც ეკონომიკურ ისე სოციალურ სფეროებში; აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები ხალხი განიცდიდა აუტანელ შეზღუდვებს.[4]
ცნობილი ბერლინის კედელი იყო დაახლოებით 155 კილომეტრი სიგრძის (96 მილი) ფიზიკურად განცალკევებული და ბევრად უფრო პატარა სასაზღვრო ბარიერი, რომელიც გარს ერტყა დასავლეთ ბერლინს და მდებარეობდა შიდა გერმანული საზღვრის აღმოსავლეთით. ბერლინი, რომელიც საბჭოთა ზონაში მდებარეობდა, დაყოფილი იყო ოთხი სახელმწიფოს მიერ და ქმნიდა ისეთ ზონას, რომელსაც არ გააჩნდა საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან, ამასთან ის გარშემორტყმული იყო აღმოსავლეთ გერმანიით, რომელიც ესაზღვრებოდა (მაგრამ ფორმალურად მის შემადგენლობაში არ იყო) დასავლეთ გერმანიას.
1989 წლის 9 ნოემბერს, აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა ბერლინის კედლისა და შიდა გერმანული სასაზღვრო ზოლის გახსნა. მომდევნო დღეებში, მილიონობით აღმოსავლეთ გერმანელი გადავიდა დასავლეთ გერმანიაში. ასობით ათასი ადამიანი გადავიდა დასავლეთ მხარეს შემდეგ თვეებში, რადგან უფრო და უფრო მეტი სასაზღვრო ზოლი გაიხსნა, აღდგა დიდი დროით დაკარგული კავშირი ორ საზოგადოებას შორის, სწორედ საზღვრების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე. შიდაგერმანული საზღვარი საბოლოოდ გაუქმა 1990 წლის 1 ივლისს,[5] მისი დაარსებიდან ზუსტად 45 წლის შემდგომ და მხოლოდ სამი თვით ადრე სანამ გერმანიის გაერთიანება ოფიციალურად დაასრულებდა გერმანიის დაყოფას.
ცოტა რამაა დარჩენილი აღნიშნული საზღვრისგან. მისი გზა გამოცხადდა ევროპული მწვანე სარტყლის ნაწილად, რომელიც აკავშირებს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს ძველი რკინის ფარდის გასწვრივ, არქტიკული წრიდან შავ ზღვამდე. ძველ საზღვართან არსებული რამდენიმე მუზეუმი და მემორიალი, გახსენებაა იმისა, თუ როგორ მოხდა გერმანიის დაყოფა და გაერთიანება. ზოგიერთ ადგილას, შემონახული და დაცულია საზღვრის ნაწილები. [6]