შეიმას ჯასტინ ჰინი (ინგლ. Seamus Justin Heaney; დ. 13 აპრილი, 1939 — გ. 30 აგვისტო, 2013) — ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. 1995 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.[51][52] მის ცნობილ მხატვრულ ნამუშევრებს შორისაა თავისი პირველი გამოქვეყნებული ტომი „ნატურალისტის სიკვდილი“, რომელიც მოიცავს პოემების კოლექციას. აღიარებული იქნა, პოეზიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო. ამერიკელი პოეტი რობერტ ლოუილი, მას აღწერს როგორც, „ყველაზე მნიშვნელოვანი ირანელი პოეტი, უილიამ იეიტსის შემდეგ“. ბევრმა მათგანმა, მათ შორის აკადემიკოსმა ჯონ სატერლენდიმ ჰინი დაახასიათა როგორც, „ჩვენი დროის უდიდესი პოეტი“. ამერიკელმა პოეტმა, ესეისტმა და მთარგმნელმა რობერტ პინსკიმ შეიმას ჰინის შესახებ განაცხადა რომ „ჰინი შესანიშნავ თვალთან და ყურთან ერთად, დასაჩუქრებულია ისტორიის მოყოლის ნიჭით“. 2013 წელს, ჰინის გარდაცვალების შემდეგ, ახალი ამბების ბრიტანულმა გამოცემამ, „The Independent“-მა ჰინის შესახებ თქვა: „ალბათ ყველაზე ცნობილი პოეტი მთელს დედამიწაზე“. [53]
სწრაფი ფაქტები შეიმას ჰინი, დაბადების თარიღი ...
შეიმას ჰინი |
---|
ინგლ. Seamus Heaney[1] |
|
დაბადების თარიღი |
13 აპრილი, 1939(1939-04-13)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
---|
დაბადების ადგილი |
Castledawson, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[15] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
30 აგვისტო, 2013(2013-08-30)[17] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [14] (74 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
დუბლინი[2] |
---|
საქმიანობა |
დრამატურგი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, პოეტი[18] , მწერალი[19] [20] [21] , უნივერსიტეტის პროფესორი, მსახიობი[22] და ავტორი[23] [24] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
ირლანდიის რესპუბლიკა[25] [26] [27] |
---|
ალმა-მატერი |
St Columb's College[28] , Queen's University Belfast[28] და Bates College |
---|
ჟანრი |
პოეზია |
---|
Magnum opus |
Death of a Naturalist, District and Circle და Human Chain |
---|
ჯილდოები |
ნობელის პრემია ლიტერატურაში[29] [30] , Cholmondeley Award[31] , ჯეფრი ფებერის მემორიალური ჯილდო[32] , ერიკ გრეგორის პრემია[33] , Irish PEN Award[34] , T. S. Eliot Prize[35] , ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[36] , ე. მ. ფორსტერის ჯილდო[37] , Common Wealth Award of Distinguished Service, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია[38] , ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, Sikkens Prize[39] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, honorary doctorate of the University of La Coruña[40] , Ulysses Medal[41] , Duff Cooper Prize[42] , Poetry Now Award[43] , Poetry Now Award[44] , დევიდ კოენის პრემია, Irish Book Awards, Griffin Poetry Prize[45] , Forward Poetry Prize[46] , PEN Translation Prize, კოსტას პრემია, კოსტას პრემია, კოსტას პრემია, Truman Capote Award for Literary Criticism, People of the Year Awards, Lannan Literary Awards, ოქროს ვარდის ჯილდო, სომერსეტ მოემის პრემია, WH Smith-ის ლიტერატურული პრემია, Flaiano Prize, AWB Vincent Literary Award, AWB Vincent Literary Award, Cunningham Medal, Golden Wreath, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Member of the Royal Irish Academy, ბოდლის მედალი[47] , Horst Bienek Award for Poetry, honorary doctor of the Sorbonne Nouvelle University[48] [49] და honorary doctor of Caen University[50] |
---|
მეუღლე |
Marie Devlin |
---|
- :::დანტე ალიგიერი, Derek Mahon, Wilfred Owen, რობერტ ფროსტი, პუბლიუს ვერგილიუს მარონი, John Montague, John Millington Synge, Herbert McCabe, უილიამ ბატლერ იეიტსი, ტომას სტერნზ ელიოტი, უილიამ უორდსვორთი, ჯეფრი ჩოსერი, Patrick Kavanagh, ჯორჯ გორდონ ბაირონი, რაინერ მარია რილკე, Samuel Palmer, უილიამ შექსპირი, ჯონ კიტსი და ჩესლავ მილოში
|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
დაიბადა ქალაქგარეთ, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ადრეულ 1960-იან წლებში, მას შემდეგ რაც, „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტი“ დაამთავრა და დაიწყო თავისი პოეტური ნაშრომების გამოქვეყნება, ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდეს ქალაქში, ბელფასტში, „ჯოზეფის კოლეჯში“ კითხულობდა ლექციებს. 1976 წლიდან გარდაცვალებამდე, ცხოვრობდა დუბლინში.[54] 1981 წლიდან 2006 წლამდე ასევე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1981 წლიდან, 1997 წლამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1988 წლიდან 2006 წლამდე, რეზიდენციაში მისი პოეტი. 1989 წლიდან 1994 წლამდე, იგი ასევე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის ფაკულტეტის პროფესორი. სხვა ნომინაციებთან ერთად, მას აღებული აქვს „ჯეფრი ფაბერის მემორიალური პრემია“ (1968), „ე.მ ფორსტერის ნომინაცია“ (1975), „პოეზიის ოქროს გვირგვინი“ (2001), „ტ. ს ელიოტის პრიზი“ (2006), 1996 წელსა და 1999 წელს „Costa წიგნის პრიზი“. მის ლიტერატურულ გამოცემებს ფლობს „ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა“.