შახრიარ მამედიაროვი
From Wikipedia, the free encyclopedia
შახრიარ მამედიაროვი (აზერ. Şəhriyar Həmid oğlu Məmmədyarov; დ. 12 აპრილი, 1985 წელი, სუმგაითი, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი ჭადრაკის დიდოსტატი. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ის აზერბაიჯანის ნომერ პირველი, ხოლო მსოფლიოში მე-11 მოჭადრაკეა. მისი საუკეთესო შედეგი 2820, მას ხდის ჭადრაკის ისტორიაში ყველა დროის მეექვსე ყველაზე მაღალრეიტინგულ მოთამაშედ.
![]() | |
დაბადების სახელი | შაჰრიარ ჰამიდ ოღლუ მამედიაროვი |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელები |
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1985 (1985-04-12) (39 წლის) |
დაბადების ადგილი | სუმგაითი, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი |
წოდება | დიდოსტატი |
მაქსიმალური რეიტინგი | 2820 |
ჯილდოები და პრემიები | Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal |
საიტი | mamedyarov.com |
მამედიაროვი მონაწილეობდა კანდიდატთა ტურნირში 2011 წელს (გამოვარდა მეოთხედფინალში), 2014 წელს (მეოთხე ადგილი) და 2018 წელს (მეორე ადგილი). ის ორგზის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონია (2003 და 2005 წწ.) და 2013 წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდში. ის არის ორგზის გამარჯვებული ტალის მემორიალში (2010 ერთობლივი და 2014 ბლიცი) და შამკირის ჭადრაკში (2016 და 2017), ასევე 2018 წლის ბიელის საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული, სადაც მან დაამარცხა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.