From Wikipedia, the free encyclopedia
შაქრის ლერწამი (Saccharum officinarum) — მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ტროპიკული მცენარე მარცვლოვანი ოჯახისა. 4—6 მ-მდე იზრდება. აქვს დამუხლული ღერო, ლანცენტა საგველა ყვავილედი, ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფს მხოლოდ ტროპიკებში ივითარებს. ღეროს წვენი 18%-მდე შაქარს შეიცავს. წვენის მიღების შემდეგ ღეროსა და ფოთლებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.
შაქრის ლერწამი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Saccharum officinarum | ||||||||||||||
|
შაქრის ლერწმის სამშობლოს სამხრეთ აზია, კულტურაში ცნობილი იყო 5 ათასი წლის წინათ ინდოეთში. მსოფლიოში შაქრის ლერწმის ფართობი 12 მლნ. ჰა-ს აღემატება. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია, კუბა. მოსავლიანობა ჰა-ზე 400—2000 ც აღწევს. მრავლდება ამონაყრებით (კალმებით). ერთ ადგილზე ძლებს 10 წლამდე.
ყოფილ სსრკ-ში ტაჯიკეთსა და უზბეკეთში 30-იანი წლებიდან მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი მცენარე. ყინვებს ვერ უძლებს. —3°C-ზე ფოთლები იღუპება. ამონაყრებს შემოდგომაზე და ზამთარში ინახავენ დახურულ თხრილებში. რგავენ მარტში, მწკრივად (1×1,5 მ). მოსავალს იღებენ ოქტომბერში, ყინვების დაწყებამდე. XIX საუკუნეში საქართველოში იყო ცდები ალაზნის ველზე მის გასაშენებლად, მაგრამ შედეგები საიმედო არ აღმოჩნდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.