From Wikipedia, the free encyclopedia
შაროარღუნი (რუს. Шароаргун) — მდინარე რუსეთში, ჩეჩნეთში. წარმოადგენს მდინარე არღუნის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს პირიქითი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3050 მ სიმაღლეზე. სიგრძე — 86 კმ, აუზის ფართობი — 1150 კმ². საკმაოდ დიდი და სწრაფი მთის მდინარეა. შაროარღუნის სიგანე ადგილ-ადგილ 40 მეტრამდეა. მარჯვნიდან იერთებს რამდენიმე მთის მდინარეს. ქვემო დინებაში შაროარღუნსა და არღუნს ყოფს დარგენდუკის მთა, რომლის ფერდობები დაფარულია ტყით, ხოლო თხემი მთის მდელოებით.
შაროარღუნი | |
---|---|
შაროარღუნი | |
ქვეყანა | რუსეთი |
სათავე |
პირიქითი ქედი 42°34′04″ ჩ. გ. 45°29′25″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3050 მ |
შესართავი |
არღუნი 43°01′25″ ჩ. გ. 45°42′57″ ა. გ. |
სიგრძე | 86 კმ |
აუზის ფართობი | 1150 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
შაროარღუნი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.