From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ X დე ბურბონი (ფრანგ. Charles X de Bourbon; დ. 9 ოქტომბერი 1757, ვერსალი, საფრანგეთი - გ. 6 ნოემბერი 1836, გორიცია, იტალია) — საფრანგეთის მეფე და ანდორის კო-თავადი 1824-1830 წლებში. ბურბონების დინასტიის წარმომადგენელი. ლუი XVI-ის უმცროსი ძმა გამეფებამდე გრაფ დ’არტუას ტიტულს ატარებდა. 1789 წლის 17 ივლისს საზღვარგარეთ გაიქცა; იყო რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ მოწყობილი ინტერვენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. რესტავრაციის პერიოდში ულტრაროიალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჩამოაგდეს ივლისის რევოლუციის შედეგად 1830 წელს. წავიდა დიდ ბრიტანეთში, შემდეგ - ავსტრიაში.
შარლ X | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 29 მაისი, 1825 |
მმართ. დასაწყისი: | 16 სექტემბერი, 1824 |
მმართ. დასასრული: | 2 აგვისტო, 1830 |
წინამორბედი: | ლუი XVIII |
მემკვიდრე: | ლუი ფილიპ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ოქტომბერი, 1757 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 6 ნოემბერი, 1836, (79 წლის) |
გარდ. ადგილი: | გორიცია, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | ნოვა-გორიცა, სლოვენია |
მეუღლე: |
მარია ტერეზა სავოიელი (ქ. 1773 - გარდ. 1805) |
შვილები: |
ლუი ანტუანი, ანგულემის ჰერცოგი სოფი შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი |
სრული სახელი: | შარლ ფილიპ დე ბურბონი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი, საფრანგეთის დოფინი |
დედა: | მარია ჟოზეფა საქსონიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.