From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ II დე ვალუა (ფრანგ. Charles II de Valois; დ. 22 იანვარი, 1522 — გ. 9 სექტემბერი, 1545) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და დედოფალ კლაუდია დე ვალუას უმცროსი ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1536-45 წლებში. შეეწირა გრიპის ეპიდემიას.
შარლ II ვალუა | |
---|---|
ორლეანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო, 1536 |
მმართ. დასასრული: | 9 სექტემბერი, 1545 |
წინამორბედი: | ანრი |
მემკვიდრე: | შარლ მაქსიმილიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 იანვარი, 1522 |
გარდ. თარიღი: | 9 სექტემბერი, 1545, (23 წლის) |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე |
დედა: | კლაუდია დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
შარლი დაიბადა 1522 წლის 22 იანვარს. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას უმცროსი ვაჟი. 1524 წელს გარდაეცვალა დედა, რომლმაც თავის უფროს ვაჟს, ფრანსუა III-ს მემკვიდრეობით ბრეტანის საჰერცოგო დაუტოვა, ხოლო ფრანსუა I-მა თავიანთ შუათანა ვაჟს, ანრის ორლეანის ჰერცოგობა უბოძა, შარლს კი, როგორც ყველაზე პატარა ძმას მხოლოდ ანგულემის გრაფობა ჰხვდა წილად. 1530 წელს მამამისი მეორედ დაქორწინდა პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის ქვრივ ელეონორ ავსტრიელზე. 1533 წელს კი ანრი დააქორწინა ურბინოს ჰერცოგ ლორენცო II-ის ასულ ეკატერინე მედიჩიზე.
1536 წელს ფრანსუა III გარდაიცვალა, ითვლება, რომ იგი ეკატერინემ მოწამლა, თუმცა დადასტურებული არ არის. ამიტომაც, ბრეტანის ჰერცოგი და ტახტის მემკვიდრე ანრი გახდა, ხოლო შარლი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ტახტს და ორლეანის ჰერცოგობა მიიღო.
ფრანსუა I-ის ვაჟებიდან, ყველაზე უფრო სიმპათიურად შარლი მიიჩნეოდა, თუმცა მან ჩუტყვავილა გადაიტანა, რამაც სახე ძალიან დაუმახინჯა და მისდა სავალალოდ მხედველობაც კი დააკარგვინა, მაგრამ როგორც მემატიანეები წერენ, მისი საოცარი ქარიზმისა და ხუმრობების ფონზე, ამ ყველაფერს ვერც კი ამჩნევდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, იგი მამის ფავორიტი შვილი იყო. იგი ძალიან უყვარდა სრულიად არისტოკრატიას და დაბალ ფენებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როდესაც მისი უფროსი ძმები ესპანეთის ციხეში ისხდნენ, ხალხი მის დოფინად გამოცხადებასაც კი ითხოვდა.
1540 წელს მას კიდევ მიენიჭა კლერმონის გრაფის წოდება.
1542 წელს ფრანსუა I და პრინცი ანრი ლუქსემბურგის ალყის დროს, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-მ ტყვედ ჩაიგდო. საოცარი ისაა, რომ მხედველობა დაკარგულმა შარლმა უსარდლა ფრანგულ არმიას და გერმანელთა ლაშქარი პერპინიანის ბრძოლაში დაამარცხა, რითაც მამა და ძმა გაანთავისუფლა, თუმცა ლუქსემბურგის დაკარგვის ფასად.
1544 წლის 19 სექტემბერს ფრანსუა I-სა და კარლ V-ს შორის გაფორმდა კრეპის ზავი, რაც შარლისა და კარლ V-ის ნათესავის ქორწინებით უნდა განმტკიცებულიყო.
თავდაპირველად ფიქრობდნენ კარლ V-ისა და დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის უფროსი ასულის, მარია ესპანელის შარლზე მითხოვებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და კარლმა შარლზე თავისი ძმის, ერცჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ანა უნგრელის ასული ანა ავსტრიელი დანიშნა.
1545 წლის შემოდგომაზე შარლის სამფლობელოებს გრიპის მომაკვდინებელი ეპიდემია მოედო და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შარლმა თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა ორლეანის დატოვებაზე და თავისი სასახლე დალუქა, თუმცა მალევე მის რეზიდენციაშიც შეაღწია ეპიდემიამ, ამიტომ მან პარიზში გადაინაცვლა, სამეფო რეზიდენციაში. თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იგი უკვე დაავადებული იყო. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად შარლი მარტო გამოკეტეს. სწორედ მატოობასა და სიბნელეში გაატარა შარლმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. იგი გარდაიცვალა 1545 წლის 9 სექტემბერს, 23 წლის ასაკში, უცოლო და უშვილო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.