From Wikipedia, the free encyclopedia
შარლოტ აგლაე ორლეანელი (ფრანგ. Charlotte Aglaé d'Orléans, იტალ. Carlotta Aglae di Orléans; დ. 20 ოქტომბერი, 1700 — გ. 19 იანვარი, 1761) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ასული. მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია 1737-1761 წლებში როგორც ფრანჩესკო III-ის მეუღლე.
შარლოტ აგლაე ორლეანელი | |
---|---|
მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 26 ოქტომბერი, 1737 |
მმართ. დასასრული: | 19 იანვარი, 1761 |
წინამორბედი: | შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი |
მემკვიდრე: | მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ოქტომბერი, 1700 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 19 იანვარი, 1761, (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფრანჩესკო III, მოდენის ჰერცოგი |
შვილები: |
მარია ტერეზა, პენტიევრის ჰერცოგინია ერკოლე III, მოდენის ჰერცოგი მარია ფორტუნატა, კონტის პრინცესა |
დინასტია: | ორლეანები |
მამა: | ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | ფრანსუაზ მარი დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
შარლოტ აგლაე დაიბადა 1700 წლის 20 ოქტომბერს პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი, ხოლო დედის ზახით საფრანგეთის მეფე ლუი XIV და მისი საყვარელი, მადამ დე მონტესპანი იყვნენ.
ბავშვობაში იგი მადმუაზელ დე ბლუას წოდებას ატარებდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, ძალიან თავდაჯერებული გოგონა იყო. მამამისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მისი აღზრდის საკითხს. 1717 წლიდან შარლოტ აგლაემ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო რიშელიეს ჰერცოგთან. 1719 წელს, როდესაც ჰერცოგი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, შარლოტმა იგი რამდენჯერმე მოინახულა ციხეში. მან თავის მამას, რომელიც იმ დროს მეფე ლუი XV-ის რეგენტი იყო, სთხოვა მისი განთავისუფლება, თუმცა ამაოდ. ფილიპ II შარლოტის სარდინიის მეფისათვის მითხოვებას გეგმავდა, თუმცა არ გამოუვიდა.
მას შემდეგ, რაც ინგლისელებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა, ფილიპმა წამოჭრა შარლოტისა და მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის ქორწინების იდეა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რასაც 1720 წელს ქორწილი მოჰყვა. ფრანგებმა შარლოტ აგლაეს უზარმაზარი მზითევი — 1,8 მილიონი ფუნტი გაატანეს. 1737 წელს მისი ქმარი ტახტზე ავიდა და ისიც მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია გახდა. მრავალწლიანი ქორწინებიდან შარლოტსა და ფრანჩესკოს სულ ათი შვილი შეეძინათ:
რამდენადაც ცნობილია, მოდენაში ცხოვრებისას მას რამდენჯერმე მალულად ეწვია რიშელიეს ჰერცოგი. შარლოტს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სურდა ნებისმიერ ფასად ფრანჩესკოსთან განქორწინება და მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნება. საბოლოოდ მან დაითანხმა თავისი ბიძაშვილი, საფრანგეთის მეფე ლუი XV, მიატოვა ფრანჩესკო და პარიზში გადასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1761 წლის 19 იანვარს, 60 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.