შავი ანტილოპა
From Wikipedia, the free encyclopedia
შავი ანტილოპა (ლათ. Hippotragus niger) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკის სავანებში — კენიაში და სამხრეთ აფრიკაში. მოიცავს ხუთ ქვესახეობას:[1]
- ჩვეულებრივი შავი ანტილოპა[2] (Hippotragus niger niger) — აღმოჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.[2]
- გიგანტური შავი ანტილოპა[2] (Hippotragus niger variani) — აღმოჩენილია ცენტრალური ანგოლის რამდენიმე ადგილას. იგი შეტანილია IUCN-ის კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებში და CITES-ის I დანართში.
- ზამბიური შავი ანტილოპა[2] ან დასავლეთ ტანზანიური შავი ანტილოპა (Hippotragus niger kirkii) — აღმოჩენილია ანგოლაში, დასავლეთ ზამბიასა და მალავში. აქვს უდიდესი გავრცელების არეალი ზამბეზიდან აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე და სამხრეთ-დასავლეთ ტანზანიამდე. იგი მოწყვლად სახეობად ითვლება.[3][4][2]
- აღმოსავლური შავი ანტილოპა ან შიმბას შავი ანტილო (Hippotragus niger roosevelti) — ყველაზე პატარა ქვესახეობა. ძირითადად ბინადრობს სამხრეთ კენიის სანაპიროებზე, განსაკუთრებით შიმბას ბორცვების ეროვნულ ნაკრძალში და გავრცელებულია ამ რეგიონიდან აღმოსავლეთ ტანზანიამდე და სამხრეთ მოზამბიკამდე.[4][5]
- Hippotragus niger anselli
სწრაფი ფაქტები შავი ანტილოპა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
შავი ანტილოპა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Hippotragus niger (Harris, 1838) | |||||||||||||||||
ქვესახეობები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 10170 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
დახურვა