ყირიმის სახანოს ანექსია რუსეთის იმპერიის მიერ
From Wikipedia, the free encyclopedia
ყირიმის ტერიტორია, რომელსაც წინათ აკონტროლებდა ყირიმის სახანო, რუსეთის იმპერიამ ანექსიის გზით შეიერთა 1783 წლის 19 აპრილს (ძველი სტილით, 8 აპრილს).[1] ანექსიამდე პერიოდი აღინიშნებოდა ყირიმის საქმეებში რუსეთის ჩარევით, ყირიმელი თათრების აჯანყებების სერიებით და ოსმალთა წინააღმდეგობით. ანექსია გაგრძელდა 134 წელიწადს რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ და დასრულდა 1917 წლის რევოლუციით.
რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ, ყირიმში ბოლშევიკების მმართველობა დამყარდა 1921 წელს, როცა ნახევარკუნძული ჯერ გახდა რუსეთის სფსრ-ის, ხოლო შემდეგ სსრკ-ის ნაწილი. 1954 წელს ის გადაეცა უკრაინის სსრ-ს, რომელმაც, თავის მხრივ, დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ. რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია კიდევ ერთხელ განახორციელა 2014 წლის მარტში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანექსია არ არის აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით.[2] [3]