![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cc/Stork-billed_Kingfisher_I_IMG_7407.jpg/640px-Stork-billed_Kingfisher_I_IMG_7407.jpg&w=640&q=50)
ყარყატნისკარტა ალკუნი (გვარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ყარყატნისკარტა ალკუნი ან გურიალი (ლათ. Pelargopsis) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს სამ სახეობას. გავრცელებულნი არიან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ზონებში. მათი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს.[1] გააჩნიათ მასიური შავი ან წითელი ნისკარტი და წითელი ფეხები. თავი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრი ან მოყვითალო-თეთრია, ფრთები და სხეულის ზედა ნაწილი მუქი. არ ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმი. ფრენისას ფართხალებენ, მაგრამ პირდაპირ ფრენენ. ბინადრობენ ტყის ზონებში ტბებთან, მდინარეებთან, ესტუარებთან ან სანაპიროებთან ახლოს. იკვბებიან ცხრაფეხებით, თევზით, ბაყაყებით, ყარყატნისკარტა ალკუნი — მღრღნელებითა და მცირე ფრინველებით. ბუდეს იკეთებენ სანაპიროებზე, ხეებზე ან ტერმიტების ბუდეებში, სადაც დებენ თეთრ კვერცხებს.
სწრაფი ფაქტები ყარყატნისკარტა ალკუნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ყარყატნისკარტა ალკუნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ყარყატნისკარტა ალკუნი (Pelargopsis capensis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Pelargopsis (Gloger, 1841) | |||||||||||||
|
დახურვა