From Wikipedia, the free encyclopedia
ყარახანიდების სახელმწიფო (სპარს. قَراخانيان, ყარახანიან ან სპარს. خاقانيه, ხაკანია, ჩინ.: 黑汗, ჩინ.: 桃花石) — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ თურქესტანის, შვიდმდინარეთსა და სამხრეთ ტიანშანისპირა ტერიტორიაზე X საუკუნის 90-იან წლებში. იგი შექმნეს თურქმა ტომებმა - უმთავრესად ყარლუყებმა, ჩიღილიმ, იაღმამ. ამ უკანასკნელთაგან წარმოიშვა ყარახანიდების დინასტია, რომელიც მართავდა სამეფოს.[1] X საუკუნის შუა წლებში ზემოჩამოთვლილ ტომებში გავრცელდა ისლამი. თურქების დაპყრობით პოლიტიკას მავერანაჰრში მოჰყვა სამანიდების სახელმწიფოს სწრაფი დაცემა. 992 წელს ყარახანიდების სახელმწიფოს მეთაურმა ბოღრა-ხან ჰარუნმა დაიპყრო ბუხარა, მისი მემკვიდრე ნასრ I მთელ მავერანაჰრს დაეუფლა 996-999 წლებში. ყარახანიდების სახელმწიფო საუფლისწულოებად იყოფოდა, ცენტრალური ხელისუფლება მოისუსტებდა. სხვადასხვა დროს ყარახანიდების სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ქაშგარი. მიწის მფლობელობის უმთავრეს ფორმად დარჩა იქტა. XI საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო ყარახანიდების სახელმწიფოს შეჯახება სელჩუკებთან, რასაც მოჰყვა დეცენტრალიზაცია და შინაფეოდალური ომები. დასუსტებული ყარახანიდების სახელმწიფოს სულთან სანჯარის (1118-1157 წწ.) დროს სელჩუკებმა დაიმორჩილეს. XII საუკუნის 30-40-იან წლებში ყარახანიდების სახელმწიფოში შეიჭრნენ და გაბატონდნენ ყარახატაელები. 1212 წელს ყარახანიდების სახელმწიფოს ნარჩენები ხვარაზმის შაჰმა მუჰამედმა შეიერთა.
ყარახანიდების სახელმწიფო قَراخانيان / Qarākhānīyān | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ყარახანიდების სახელმწიფო 1000 წელს. | ||||
დედაქალაქი | ბალასაგუნი კაშგარი სამარყანდი | |||
ენა | ტიურკი უიღურული არაბული | |||
ფართობი | 3 000 000 კმ² | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
ხანი | ||||
- 840–893 | ბილგე კულ ქადირ-ხანი (პირველი) | |||
სულთანი | ||||
- 1204–1212 | უთმან ულუღ-სულთანი (ბოლო) | |||
ისტორია | ||||
ისტორია | ||||
- დაარსება | 840 | |||
- გაუქმება | 1212 | |||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.