ყაზახეთის შეიარაღებული ძალები
From Wikipedia, the free encyclopedia
ყაზახეთის შეიარაღებული ძალები (ყაზახ: Қазақстанның Қарулы күштері / Qazaqstannıñ Qarwlı küşteri) — ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ყაზახეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ყაზახეთის შეიარაღებული ძალები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყაზახეთის შეიარაღებული ძალები Қазақстанның Қарулы Kүштері | ||||||||
დაარსდა 1992 წელს | ||||||||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია: | ||||||||
სახმელეთო ძალები | არმია | |||||||
სამხედრო-საჰაერო ძალები | სამხედრო-საჰაერო ძალები | |||||||
სამხედრო-საზღვაო ძალები | ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალები | |||||||
რესპუბლიკური გვარდია | გვარდია | |||||||
შინაგანი ჯარები | შინაგანი ჯარები | |||||||
საზღვრის დაცვის სამსახური | საზღვრის დაცვის სამსახური | |||||||
ხელმძღვანელობა | ||||||||
მთავარსარდალი | ნურსულთან ნაზარბაევი (ყაზახეთის პრეზიდენტი) | |||||||
მინისტრი | ადილბეკ ჯაკსიბეკოვი | |||||||
მინისტრის წოდება | ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი | |||||||
შემადგენლობა | ||||||||
სამხედრო ასაკი | 18-45 | |||||||
სამხედრო ვალდებულება | 24 თვე | |||||||
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს | 875 595 | |||||||
აქტიური სამხედრო პერსონალი | 109 500 | |||||||
სარეზერვო სამხედრო პერსონალი | 378 000 | |||||||
ინდუსტრია და დანახარჯები | ||||||||
ბიუჯეტი | $1.648 მილიარდი (FY11)[1] | |||||||
მშპ-ის პროცენტი | 1.1% (2010 წლ. მონ.)[1] | |||||||
საშინაო მომწოდებელი | ყაზახ ინჟინერინგი | |||||||
საგარეო მომწოდებლები | რუსეთი აშშ ბელარუსი თურქეთი უკრაინა ისრაელი EU | |||||||
მის შემადგენლობაშია სახმელეთო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ძალები, რესპუბლიკური გვარდია, შსს-ის შინაგანი ჯარები, ყაზახეთის საზღვრის დაცვის სამსახური. ყაზახეთის სამხედრო ძალებს ქვეყნის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და თავდაცვის მინისტრი ადილბეკ ჯაკსიბეკოვი ხელმძღვანელობს.