![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Gaberoun-lake.jpg/640px-Gaberoun-lake.jpg&w=640&q=50)
ღაბერუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ღაბერუნი (არაბ. قبر عون) — ოაზისი და ტბა ვადი-ელ-ჰაიატისა და საბჰის რაიონებში, ფეცანის რეგიონში. მდებარეობს ლიბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საჰარაში. რუდიმენტული ტურისტული ბანაკი განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ღია პატიო და სუვენირების მაღაზია. ტბა მარილიანია, მრავლადაა კოღოები. ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით კლიმატი რბილია და ტერიტორია საუკეთესოა მოსანახულებლად. ტბის სანაპირო ადრე დასახლებული იყო ტომებით, რომელთა დასახლების ნანგრევები მიმოფანტულია ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე.
სწრაფი ფაქტები ღაბერუნი ...
ღაბერუნი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 26°28′11″ ჩ. გ. 13°32′07″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
დახურვა