![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1a/Xenon-tetroxide-2D.png/640px-Xenon-tetroxide-2D.png&w=640&q=50)
ქსენონის ტეტროქსიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქსენონის ტეტროქსიდი — არაორგანული ნაერთი. შედგება ქსენონისა და ჟანგბადისგან. მისი ქიმიური ფორმულაა . არის ყვითელი, კრისტალური, მყარი ნივთიერება, რომელიც სტაბილურია −35.9 °C-ის ქვემოთ. ამ ტემპერატურის ზემოთ ქსენონის ტეტროქსიდი ფეთქდება და გამოიყოფა ქსენონი და ჟანგბადი (O2).[2][3].
სწრაფი ფაქტები ზოგადი, თერმული თვისებები ...
ქსენონის ტეტროქსიდი | |
![]() | |
![]() | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ქსენონის ტეტრაოქსიდი; ქსენონ(VIII) ოქსიდი |
ტრადიციული სახელწოდება | ქსენონის ტეტროქსიდი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 195.29 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −35.9 °C |
დუღილის ტემპერატურა | 0[1] °C |
სტრუქტურა | |
კოორდინაციული გეომეტრია | ტეტრაედრული |
დიპოლური მომენტი | 0 დ |
დახურვა
ნაერთში ქსენონის რვავე ვალენტური ელექტრონი მონაწილეობს და მისი ჟანგვის რიცხვი არის +8. ჟანგბადი ერთადერთი ელემენტია, რომელსაც შეუძლია ქსენონი მის უმაღლეს ჟანგვის მდგომარეობამდე დაჟანგოს. მაგალითისთვის, ფთორს ქსენონის დაჟანგვა მხოლოდ ქსენონის ჰექსაფტორიდამდე (XeF6; +6 ჟანგვის ხარისხამდე) შეუძლია.