გერმანელი ფილოსოფოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტიან ვოლფი (გერმ. Christian Wolff; დ. 24 იანვარი, 1679, ვროცლავი — გ. 9 აპრილი, 1754, ჰალე) — გერმანელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი.
ქრისტიან ვოლფი | |
---|---|
გერმ. Christian von Wolff | |
დაბ. თარიღი | 24 იანვარი (3 თებერვალი), 1679[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ვროცლავი[8] [9] |
გარდ. თარიღი | 9 აპრილი, 1754[1] [2] [3] [4] [10] [11] [5] [6] [7] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰალე[8] |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | იურისტი, მათემატიკოსი[8] [9] , ფილოსოფოსი[8] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ლაიფციგის უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი[12] და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი[12] |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი[13] |
განთქმული მოსწავლეები | Ewald Friedrich von Hertzberg, მიხეილ ლომონოსოვი, Joachim Georg Darjes, Samuel Klingenstierna[13] , Johann Samuel König[13] და Jakob Carpov |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი[12] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
გავლენა მოახდინეს | |
გერმანელი ფილოსიფოსი და ფიზიკოსი ქრისტიან ვოლფი დაიბადა ქალაქ ბრესლავში 1679 წელს ხელოსნის ოჯახში. თავდაპირველად ღვთისმეტყველებას სწავლობდა, შემდეგ კი მათემატიკის, ფიზიკისა და ფილოსოფიის შესწავლას მიჰყო ხელი. ვოლფმა ჯერ კიდევ ახალგაზრდამ უარყო სარწმუნოება, რის გამოც იგი სამშობლოდან ორჯერ განდევნეს: პირველად 1706 წელს ლაიფციგიდან და მეორედ - 1723 წელს ჰალედან. გერმანიის ხელისუფალთა ამ ღონისძიებამ ვოლფი უფრო პოპულარული გახადა არა მარტო გერმანიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მთელი გერმანიის მეცნიერნი ორ ბანაკად გაიყვნენ: ვოლფის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ვოლფს უცხოეთიდან მრავალი მოწვევა მოსდიოდა, მაგრამ ყველაზე უარს ამბობდა.
1736 წელს მარბურგში მასთან მივლინებულ მიხეილ ლომონოსოვს გულთბილად დახვდა და მთელი თავისი ცოდნა გადასცა. ამ ორი შესანიშნავი ადამიანის მეგობრობა, ვოლფის სიკვდილამდე გაგრძელდა. 1740 წელს, პრუსიის ტახტზე ფრიდრიხ II-ის ასვლის შემდეგ, ვოლფს უფლება მიეცა დაბრუნებულიყო ჰალეში, სადაც უნივერსიტეტის ვიცეკანცლერად, ბუნებისმეტყველად და საერთაშორისო სამართლის პროფესორად მიიწვიეს, ხოლო 1743 წელს დაინიშნა უნივერსიტეტის კანცლერად.
ვოლფი თავის თავს ფიზიკოსად თვლიდა, რის გამოც მრავალ ექსპერიმენტულ გამოკვლევაში მონაწილეობდა, მაგრამ არც ფიზიკაში და არც ფილოსოფიაში შემოქმედებითი უნარი არ გამოუჩრნია. ვოლფმაც დაგვანახა რა ახლოს იყო ერთმანეთთან ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებანი და ფილოსოფია. ვოლფის მიხედვით ფიზიკური სამყარო შედგება განფენილი სხეულებისგან, რომლებსაც გააჩნიათ ფორმა, სიდიდე, ინერცია და მამოძრავებელი ძალის გარკვეული სიდიდე. ეს ფიზიკური სხეულები შედგება ელემენტებისგან ან ატომებისგან, რომლებიც იწვევენ ინერციასა და მამოძრავებელ ძალასაც, მაგრამ როგორ ხდება ყველაფერი ეს, ვოლფისათვის უცნობია იმიტომ, რომ მისთვის ამ მარტივი ელემენტების თვისებები უცნობია.
ნიუტონის ძალის ფლოიდის გავლენით ვოლფმა პირველმა გამოაქვეყნა შრომა, რომელშიც სითბომბადის თეორია განავითარა. ვოლფის „ფილოსოფია“, რომელიც შვიდი ნაწილისაგან შედგება , ლათინურ ენაზე უთარგმნია მის მდივანს ლ. ტიუმინგს. ვოლფმა შრომათა ერთი სერია მეტეოროლოგიას მიუძღვნა. 1708 წელს გამოქვეყნებულ შრომაში მან მოგვცა არეომეტრის ახალი სახე, რომელიც მანამდე არავის აღუწერია. აღნიშნული წიგნის მეექვსე ნაწილი ექსპერიმენტული ფიზიკა მიხეილ ლომონოსოვმა თარგმნა და 1760 წელს პეტერბურგში დაიბეჭდა.
შრომის მეშვიდე ნაწილია „თეორიული ფიზიკა“. იგი თარგმნა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბორის ვოლკოვმა რუსულ ენაზე და დაიბეჭდა 1760 წელს პეტერბურგში. 1762 წელს ანტონ I-მა ქართულ ენაზე თარგმნა ეს წიგნი და გამოაგზავნა საქართველოში გასამრავლებლად. ვოლფის „თეორიული ფიზიკა“ დღევანდელი თვალსაზრისით მრავალ მცდარ დებულებას შეიცავს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან წიგნი 1721 წელს გამოიცა და გავლილი დროის განმავლობაში ფიზიკის ისტორიაში ურიცხვმა ჰიპოთეზებმა და თეორიებმა შეცვალეს ერთმანეთი.
ვოლფი გარდაიცვალა 1754 წელს ჰალეში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.