![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/AcuteCholMark.png/640px-AcuteCholMark.png&w=640&q=50)
ქოლეცისტიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქოლეცისტიტი — ვითარება ნაღვლის გამომტანი გზებით ნაღვლის ბუშტში მიკრობების შეღწევის შედეგად. არსებობს ნაღვლის ბუშტში ინფექციის შეჭრის სხვა გზაც: სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინარების მეშვეობით ორგანიზმში არსებული ინფექციური კერიდან, როგორიცაა კარიესული კბილები, ანთებითი ნუშურა ჯირკვლები. აპენდიქსის ანთება, ღრძილების ანთება, პაროდონტოზი. ქოლეცისტიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ქრონიკული ანთებითი ცვლილებები კუჭში, თორმეტგოჯა ნაწლავში, კუჭქვეშა ჯირკვალში, ღვიძლში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/AcuteCholMark.png/640px-AcuteCholMark.png)
ქოლეცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს არასრულფასოვანი კვებით დასუსტებული ორგანიზმი, ასევე შიმშილი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ემოციური გადაძაბვა.
ხშირია ქოლეცისტიტი A, B და C ჰეპატიტის გადატანის შემდეგ.
ქოლეცისტიტი შესაძლოა ნაღველკენჭოვანი დაავადებების გარეშეც განვითარდეს. ამის განვითარების მიზეზებ იდა ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ასევე:
- ნაღვლის ბუშტში პარაზიტების არსებობა
- შაქრიანი დიაბეტი
- სისხლძარღვთა ანთება- ვასკულიტი
- მოუწესრიგებელი კუჭის მოქმედება
- ადინამია- უმოძრაო ცხოვრება, ჯდომითი საქმიანობა
- არასრულფასოვანი კვება, რაც მეტწილად ზედმეტად მსუყე საკვებს უკავშირდება.
კენჭოვანი ქოლეცისტიტის ჩამოყალიბების მიზეზია ნაღვლის ბუშტის კენჭით დახშობა. ამ დროს საუკეთესო პირობები იქმნება ანთების განვითარებისთვის.