ჰეპატიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰეპატიტი (ბერძნ. hepar, ნათ. ბრ. hepatos „ღვიძლი“) — ღვიძლის ანთებითი დაავადებების საერთო სახელწოდება. გამომწვევი მიზეზების მიხედვით განარჩევენ პირველად ინფექციურ ჰეპატიტს (ჰეპატიტი ვირუსული) და მეორეულ ჰეპატიტს, რომელიც დაერთვის ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას (მაგ., ინფექციური მონონუკლეოზი, ბრუცელოზი, მალარია, ათაშანგი და სხვა). ჰეპატიტი შეიძლება გამოიწვიოს მიკრობის ტოქსინმა, ამებიაზმა, ალკოჰოლმა, შხამიანმა სოკომ, დარიშხანმა, დიქლორეთანით ან სხვა ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთმა წამალმა და სხვა. ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.