From Wikipedia, the free encyclopedia
ქთულჰუს ძახილი (ინგლ. The Call of Ctulhu) 一 ამერიკელი მწერლის, ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის მოკლე მოთხრობა, რომელზე მუშაობაც ავტორმა 1926 წელის ზაფხულში დაასრულა, თუმცა 1928 წლამდე არ გამოცემულა.[1]
„ქთულჰუს ძახილი“ | |
---|---|
The Call of Cthulhu | |
| |
ავტორი | ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | საშინელებათა ლიტერატურა |
გამომცემელი | Weird Tales |
გამოცემის თარიღი | 1928 |
მედია | ბეჭდური |
ცნობილია, რომ ნაწარმოებზე გავლენა სხვა არაერთმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა თუ გარემოებამ იქონია. ერთი ვერსიით, მოთხრობის პირველი თავი თავად ავტორის სიზმრითაა შთაგონებული, რომელიც მან 1919 წელს იხილა.
ლავკრაფტის ბიოგრაფის, სუნანდ ჯოშის თქმით, ამ მოთხრობის ერთ-ერთ უმთავრეს შთაგონებას გი დე მოპასანის 1887 წლის მოთხრობა 一 ორლა 一 წარმოადგენს, რომელიც თავად ავტორმა საკუთარ ნაშრომში, ზებუნებრივი საშინელება ლიტერატურაში, მიმოიხილა.[2][3] სხვა წყაროს მიხედვით, ნოველაზე გავლენა იქონია ართურ მაჩენის მცირე ზომის ნაწარმოებმა, რომანი შავი ბეჭდის შესახებ.[4]
მკვლევარი რობერტ პრაისი ამტკიცებს, რომ ქთულჰუს მითოსი ინსპირირებულია ალფრედ ტენისონის 1830 წლის სონეტით, სახელწოდებით „კრაკენი“, რადგან ორივე მათგანი მიუთითებს გიგანტურ არსებაზე, რომელიც მიძინებულია ოკეანის ფსკერზე.[5] ედურად გიმონტი ამტკიცებდა, რომ ჰერბერტ უელსის ნაწარმოებმა 一 სამყაროთა ომი 一 არანაკლებ დიდი გავლენა იქონია ნაწარმოების სტრუქტურაზე: ავტორი უძველეს ღვთაებებთან დაკავშირებული ისტორიების ფონზე ქმნის მითოლოგიურ პასაჟს და თავად ქთულჰუს მარსიანელთა მოდელზე აგებს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.