ქვემო ქართლის მხარე
მხარე საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ ქვემო ქართლი. |
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
ქვემო ქართლის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | რუსთავი |
შიდა დაყოფა | რუსთავი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი და წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°31′00″ ჩ. გ. 44°31′00″ ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | შოთა რეხვიაშვილი[1] |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 6527.6 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 423 986 (2014)[2] კაცი |
სიმჭიდროვე | 64,9 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 51,3 % აზერბაიჯანელები 41,8 % სომხები 5,1 % რუსები 0,6 % ბერძნები 0,5 % ოსები 0,2 %[3] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 51,35 % მუსლიმები 42,98 % გრიგორიანები 3,28 %[4] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოფიციალური საიტი | https://kvemokartli.gov.ge |
დახურვა
ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარეკახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსრის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.