დაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia
ქედა — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ-ზე. ბათუმიდან 41 კმ-ზე მის აღმოსავლეთით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1510 კაცი[1]. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაბაში მოდის მინერალური წყალი.
დაბა | |
---|---|
ქედა | |
აჭარისწყალი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°35′52″ ჩ. გ. 41°56′33″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 |
ცენტრის სიმაღლე | 256 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1510[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,6 % რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 425[2] |
საფოსტო ინდექსი | 6100[3] |
ოფიციალური საიტი | http://keda.gov.ge/ |
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ქედა იყო მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, სადაც სახლობდნენ ვაჭრები. 1874 წელს ქედა მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ამ დროს ქედა სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა და შედგებოდა ოთხი უბნისგან: ქედა, ასანური, ორცვა და გულები. ორცვა აჭარისწყლის მარცხენა, ხოლო გულები მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.[4] დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.