![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2b/Wikipedia-logo-v2-ka.svg/langka-640px-Wikipedia-logo-v2-ka.svg.png&w=640&q=50)
ქართული ვიკიპედია
ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ვიკიპედია — ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, რომელსაც, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, ამერიკული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. შეიქმნა 2003 წლის ნოემბერში. 2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასში 23 000-ზე მეტი სტატია შედიოდა. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია; 2013 წლის იანვარში კი — 70 000-ს. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. ქართული ვიკიპედიის სიღრმე 35-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობაა 172 105.
![]() ქართული ვიკიპედია | |
---|---|
![]() | |
![]() | |
მისამართი: | ka.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ქართული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2003 წლის ნოემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 172 105 |
გვერდების რაოდენობა: | 484 258 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 4 636 839 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 159 852 |
აქტიური მომხმარებელი: | 286 |
ადმინისტრატორი: | 6 |
სიღრმე: | 31.5 |
ქართულენოვანი განყოფილება, ისევე, როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებები, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი სერვერული კლასტერისგან, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს. დამატებით იხილეთ meta:Hardware.
პროგრამული უზრუნველყოფისათვის გამოიყენება MediaWiki ძრავა. ვერსიისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.