From Wikipedia, the free encyclopedia
ფრთიანი ჰუსარები, ან უბრალოდ ჰუსარები (პოლ. husaria) — პოლონეთისა და რეჩ პოსპოლიტის ელიტური კავალერია. ბრძოლის ველზე იბრძოდნენ XVI საუკუნის დასაწყისიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე.[1] სპეციალიზებული იყვნენ მოწინააღმდეგის ცხენოსანთა ან ქვეითთა საბრძოლო რიგების გარღვევაზე შუბიანი კავალერიული დარტყმით.[2][3] ჰუსარები შეიქმნენ XV–XVI საუკუნეების მიჯნაზე[4] და წარმოადგენდნენ მძიმე კავალერიის რაზმს სპეციფიკური საბრძოლო ტაქტიკით, შეიარაღებით, დაკომპლექტებით და იყენებდნენ ადვილად ამოსაცნობ გამორჩეულ ატრიბუტებს — ფრთებს (სხვადასხვა ხერხით იყო მიმაგრებული მებრძოლის ზურგზე), ძალიან გრძელ შუბებს წვერში ფლუგერით (პატარა ალამი) და მხეცების ტყავებს. ფრთიანი ჰუსარები მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყვნენ რეჩ პოსპოლიტის მთავარი დამრტყმელი ძალა ჩვეულებრივი ჰუსარებისაგან განსხვავებით, რომლებიც მსუბუქ კავალერიასა და დამხმარე ქვედანაყოფს წარმოადგენდნენ.
ჰუსარები იყვნენ სახალხო ავტორამენტის — პოლონეთის საბრძოლო ტრადიციის დაქირავებული მეომრების ქვედანაყოფი. პოლონეთ-ლიტვის სამხედრო ძალების ყველაზე მრავალრიცხოვანი და ბრძოლისუნარიანი ნაწილი იყო კავალერია, რომელშიც ჰუსარებს უდიდესი ნაწილი ეკავათ.[5] მეომართა დანარჩენი ძალები მათ დამხმარეების როლს თამაშობდნენ, ქვეითების, არტილერიისა და კავალერიის თანამოქმედება ციდად მოწესრიგებული იყო. აქედან გამომდინარე, კავალერია და განსაკუთრებით მისი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი — ჰუსარები იყვნენ რეჩ პოსპოლიტის მთავარი სამხედრო ძალა. დიდი ხნის განმავლობაში მთელ ევროპაში არ არსებობდა მათი თანასწორი, დამპირისპირებელი ძალა, რამაც მრავალჯერ მიიყვანა პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო გამარჯვებამდე.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.