ფრედერიკ დუგლასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრედერიკ დუგლასი (ინგლ. Frederick Douglass, დაბადებული ფრედერიკ აუგუსტუს ვაშინგტონ ბეილი ინგლ. Frederick Augustus Washington Bailey; დ. თებერვალი, 1818[4] — გ. 20 თებერვალი, 1895) — ამერიკელი საზოგადო რეფორმატორი, აბოლიციონისტი, ორატორი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე. მას შემდეგ, რაც მერილენდში მონობას თავი დააღწია, ის გახდა ეროვნული აბოლიცონისტური მოძრაობების ლიდერი მასაჩუსეტსსა და ნიუ-იორკში. მისთვის დამახასიათებელია მისი თვალისმომჭრელი საორატორო ოსტატობა[5] და მონობის წინააღმდეგ მიმართული გამჭრიახი ნაშრომები. თავის დროზე, იგი წარმოადგენდა აბოლიციონისტების მაგალითს მონათმფლობელების არგუმენტების წინააღმდეგ, რომ მონები განიცდიდნენ ინტელექტუალური უნარების სიმცირეს, რათა ეარსებათ დამოუკიდებელ ამერიკელ მოქალაქეებად.[6][7] ჩრდილოეთელები იმ დროს ვერც კი იჯერებდნენ, რომ ასეთი დიდი ორატორი ოდესღაც მონა იყო.[8]
ფრედერიკ დუგლასი | |
---|---|
დუგლასი, დაახლოებით 1874 წელი | |
დაბადების სახელი | ფრედერიკ აუგუსტუს ვაშინგტონ ბეილი |
დაბადების თარიღი |
თებერვალი, 1818[1] ტელბოტის ოლქი, მერილენდი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
20 თებერვალი, 1895 (77 წლის ასაკში) ვაშინგტონი, აშშ |
გარდაცვალების მიზეზი | მასიური გულის შეტევა ან ინსულტი |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, ავტორი, რედაქტორი, დიპლომატი |
პარტია | რესპუბლიკური პარტია (აშშ) |
მეუღლე(ები) |
ანა მურეი (დაქორწინდა 1838) ჰელენ პიტსი (დაქორწინდა 1895) |
შვილ(ებ)ი | 5 |
მშობლები |
მამა: სავარაუდოდ ენტონი აარონი[2] დედა: ჰარიეტ ბეილი[3] |
ხელმოწერა |
დუგლასმა რამდენიმე ავტობიოგრაფია დაწერა. მან აღწერა საკუთარი გამოცდილება, მონობის დროს 1845 წლის ავტობიოგრაფიაში „ამერიკელი მონის, ფრედერიკ დუგლასის ცხოვრების ქრონიკები“, რომელიც გახდა ბესტსელერი და იყო მონობის გაუქმების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი საფუძველი, როგორც მისი მეორე წიგნი „ჩემი მონობა და ჩემი თავისუფლება“ (1855). სამოქალაქო ომის შემდეგ, დუგლასი ჩაერთო მონობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიაში და დაწერა თავისი ბოლო ავტობიოგრაფია, „ფრედერიკ დუგლასის ცხოვრება და დროები“. პირველად გამოქვეყნდა 1881 წელს და შესწორებულ იქნა 1892 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლით ადრე, იგი აშუქებდა მოვლენებს სამოქალაქო ომამდე და ომის შემდეგ. დუგლასი აქტიურად უჭერდა მხარს ქალთა საარჩევნო უფლების მინიჭებას და რამდენიმე საჯარო უწყებას ატარებდა. მისი თანხმობის გარეშე დუგლასი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად დაასახელეს.
დუგლას მტკიცედ სწამდა ყველა ადამიანის თანასწორობა, შავკანიანი იყო ის, ქალი, ეროვნებით ამერიკელი, თუ ემიგრანტი. მას ასევე სჯეროდა მოლაპარაკებების, რასობრივი და იდეოლოგიური ალიანსების კეთებისა და აშშ-ის კონსტიტუციის ლიბერალური ფასეულობების. როდესაც რადიკალ აბოლიციონისტები, დევიზით „არა მონათმფლობელებთან გაერთიანებას“, აკრიტიკებდნენ დუგლასის მზადყოფნას მონათმფლობელებთან მოსალაპარაკებლად, მან შესანიშნავად გასცა მათ პასუხი: „მე გავერთიანდები ნებისმიერ ადამიანთან, რათა მოვიქცე სწორად და ცუდის ჩასადენად არავისთან“.[9]
როი ფინკენბაინი ამტკიცებს:
„XIX საუკუნის ყველაზე გავლენიანმა აფრო-ამერიკელმა ფრედერიკ დუგლასა, გასწია სამუშაო, რათა ემოქმედა ამერიკლების სინდისზე. იგი საუბრობდა და წერდა სხვადასხვა რეფორმების სასარგებლოდ, მათ შორის: ქალთა უფლებებზე, სიფხიზლეზე, მშვიდობაზე, მიწის რეფორმაზე, საჯარო უფასო განათლებასა და სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. მაგრამ მან საკუთარი დროის, შესანიშნავი ნიჭისა და უსაზღვრო ენერგიის უმეტესი ნაწილი მონობის გაუქმებასა და აფრო-ამერიკელების თანასწორუფლებიანობის მოპოვებას შეალია. ეს იყო მისი გრძელვადიანი რეფორამოტური კარიერის ცენტრალური საქმიანობა. დუგლასი მიხვდა, რომ თანასწორობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მოითხოვდა ძლიერ, შეუპოვარ და დაუღალავ აგიტაციას. მან აღიარა, რომ ამ ბრძოლაში თვალსაჩინო როლი უნდა ეთამაშათ აფრო-ამერიკელებს. მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, როდესაც ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა მისგან რჩევას აფრო-ამერიკელისთვის, რომელიც ახლა იწყებდა მსოფლიოს შეცნობას, დუგლასმა ყოყმანის გარეშე უპასუხა: „აგიტაციის მოხდენა! აგიტაცია! აგიტაცია!“[10]“ | |