From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანცისკა ბრაზილიელი (პორტ. Francisca de Brazil, ფრანგ. Françoise du Brésil; დ. 2 აგვისტო, 1824 — გ. 27 მარტი, 1898) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და მისი ცოლის, მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ქალიშვილი. იონვილის ჰერცოგინია და ორლეანის პრინცესა როგორც საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ის ვაჟის, ფრანსუას მეუღლე.
ფრანცისკა ბრაზილიელი | |
---|---|
წოდებები
ბრაზილიის პრინცესა პორტუგალიის ინფანტა იონვილის ჰერცოგინია ორლეანის პრინცესა | |
დაიბადა |
2 აგვისტო, 1824 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
გარდაიცვალა |
27 მარტი, 1898, (73 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საგვარეულო | ბრაგანსები |
მეუღლე(ები) | ფრანსუა, იონვილის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ფრანსუაზი, შარტრის ჰერცოგინია პიერი, პენტიევრის ჰერცოგი მარი ლეოპოლდინა |
მამა | პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი |
დედა | მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი |
ხელმოწერა | |
რელიგია | კათოლიციზმი |
ფრანცისკა დაიბადა 1824 წლის 2 აგვისტოს სან-კრისტობალის სასახლეში, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში. იგი იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ნაბოლარა ქალიშვილი. დედამისი მისი გაჩენიდან ორ წელიწადში დაიღუპა. როგორც იმპერატორის ასული, იგი დაბადებიდანვე პრინცესისა და „დონა“-ს (პორტ. Dona, ნიშნავს ქალბატონს) წოდებებით სარგებლობდა. დეიდამისი იყო თვით საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლის, იმპერატრიცა მარია ლუიზა ავსტრიელის და, რომლის ხაზითაც ფრანსისკა ნაპოლეონ II-ის დეიდაშვილი გამოდიოდა. დედამისის მამა, იმპერატორი ფრანც II იყო ავსტრიის პირველი იმპერატორი, რომლის ხაზითაც ფრანცისკა მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-ის ბიძაშვილი იყო.
1843 წლის 1 მაისს, მისმა ძმამ, იმპერატორმა პედრუ II-მ ფრანცისკა დააქორწინა საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I ორლეანელისა და მისი იტალიელი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის უმცროს ვაჟზე, იონვილის ჰერცოგ ფრანსუა ორლეანელზე. მათი გრანდიოზული ქორინება რიო-დე-ჟანეიროში შედგა. ამ დროს პატარძალი 19 წლის იყო, ხოლო სიძე 25-ის. იგი ქმართან ერთად პარიზში მხოლოდ 1844 წელს ჩავიდა, სადაც მალევე გააჩინა თავისი პირველი გოგონა.
ფრანცისკასა და ფრანსუას სულ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ნაბოლარა მკვდარი დაიბადა. მათი ასული ფრანსუაზი ცოლად შარტრის ჰერცოგს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა გიზის ძლევამოსილი ჰერცოგი ჟანი, რომელიც დედის მემკვიდრეობით ორლეანისტთა კანდიდატი იყო ტახტზე. მათი ერთადერთი ვაჟი პიერი კი არასდროს დაქორწინებულა, თუმცა უკანონო შვილები ჰყავდა.
1848 წელს, მას შემდეგ, რაც მისი მამამთილი ლუი-ფილიპი დაამხეს, ორლეანელთა სამეფო ოჯახი და მათ შორის ფრანცისკაც ინგლისში გაიქცა, სადაც ისინი დედოფალმა ვიქტორიამ შეიფარა. ინგლისში იგი თავის ოჯახთან ერთად კლერმონში, წლების მანძილზე ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც 1870 წელს ნაპოლეონ III და მეორე იმპერია დაამხეს, ორლეანელებს ხელისუფლებამ საფრანგეთში დაბრუნების უფლება დართო. ფრანცისკა და მისი ქმარ-შვილი მალევე დაბრუნდა საფრანგეთში და პარიზის ცენტრში დასახლდა. ფრანცისკა გარდაიცვალა 1898 წლის 27 მარტს პარიზში, 73 წლის ასაკში. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1900 წელს გარდაიცვალა მისი ქმარიც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.