From Wikipedia, the free encyclopedia
ფოჯა (იტალ. Provincia di Foggia) — პროვინცია იტალიაში, აპულიის რეგიონში.
ეს პროვინცია ასევე ცნობილია როგორც კაპიტანტა, რეადგან შუა საუკუნეებში ის კატეპანების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც იტალიის კატეპანატის ნაწილი.
ფოჯის პროვინცია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ერთი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს დედაქალაქი ფოჯა, ეძახიან ტავოლიერეს და მეორე, რომელიც წარმოადგენს დეზს ჩექმის ფორმის იტალიის კონტურზე, უწოდებენ კარგანოს.
პროვინციის ფართობი 7 190 კმ²-ია, მოსახლეობა 645 236 (2005). ამჟამად ის შედგება 61 კომუნისგან, მაგრამ 2009 წლამდე მათი რიცხვი 64 იყო, სანამ 3 კომუნა ახლადშექმნილი ბარლეტა-ანდრია-ტრანის შემადგენლობაში გადავიდოდა. მოსახლეობა კი 686 856 ადამიანს შეადგენდა.[1]
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი მნიშვნელობა უწინდელთან შედარებით შემცირებულია, აგრარული სექტორი კვლავ რჩება ფოჯის ეკონომიკის მთავარ ბურჯად, იმდენად, რამდენადაც ამ არეალს ზედმეტსახელად „იტალიის ბეღელს“ უწოდებენ. რამდენიმე მცირე წარმოება ძირითადად კვების მრეწველობაზეა ორიენტირებული.
კანგაცლილი პომიდვრის უდიოდესი ნაწილი ევროპაში ფოჯიდან შედის. ყოველწლიურად იწარმოება 2 მლნ ტონა პომიდორი, მაგრამ გლეხები მხოლოდ რვა ცენტს იღებენ კილოგრამში. იმისათვის რომ გადარჩნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბევრი მეპომიდვრე ფერმერი სამუშაო ძალად არალეგალ იმიგრანტებს იყენებს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.