![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/a/a9/Fyodor_Cherenkov_%25281959%25E2%2580%25932014%2529.jpg/640px-Fyodor_Cherenkov_%25281959%25E2%2580%25932014%2529.jpg&w=640&q=50)
ფიოდორ ჩერენკოვი
რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფიოდორ ჩერენკოვი (რუს. Фёдор Фёдорович Черенко́в; დ. 25 ივლისი, 1959, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 4 ოქტომბერი, 2014, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის[1][2][3][4][5][6] და ნახევარმცველის[7][8][9] პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“, პარიზის „რედ სტარისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სამგზის (1979, 1987, 1989) ჩემპიონი, ექვსგზის (1980, 1981, 1983, 1984, 1985, 1991) ვიცე-ჩემპიონი და ორგზის (1982, 1986) ბრინჯაოს პრიზიორი, რუსეთის ჩემპიონი (1993) და რუსეთის თასის მფლობელი (1994) მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს და საბჭოთა ფეხბურთელად.[10][11]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფიოდორ ჩერენკოვი | ||
დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1959 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
4 ოქტომბერი, 2014 (55 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1969–1971 | კუნცევო | ||
1971–1977 | სპარტაკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1977–1990 | სპარტაკი | 344 | (86) |
1990–1991 | რედ სტარი | 15 | (1) |
1991–1993 | სპარტაკი | 54 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1990 | სსრკ | 34 | (12) |
1980–1983 | სსრკ | 10 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1994–1995 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
1996–1997 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
2013–2014 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1983 და 1989 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[12][13]
ცხრაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ პირველ ნომრად.[14][15]