ფესტოსის დისკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფესტოსის დისკო (Phaistos Disk, Phaestos Disc) — უცნაური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ბრინჯაოს ხანით თარიღდება. მისი დანიშნულება და მნიშვნელობა, ასევე მისი თავდაპირველი გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი დღემდე კამათის საგანია, რაც მას არქეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ საიდუმლოს სტატუსს ანიჭებს. ეს არის დღეისთვის ცნობილი ჩვენამდე მოღწეული პირველი დოკუმენტი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების ნიშან-ყალიბებით შეიქმნა.
ფესტოსის დისკო 1908 წელს იტალიელმა არქეოლოგმა ლ. პერნიემ აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, არქეოლოგიურ ქალაქ ფესტოსში. დისკო პირობითად დათარიღებულია ძვ. წ. 1850-1600 წწ-ით. ეს უნიკალური ობიექტი ამჟამად გამოფენილია ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმში კრეტაზე..