![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Gold_coin_of_Pharnaces_II_of_Pontus_as_King_of_the_Bosporan_Kingdom.jpg/640px-Gold_coin_of_Pharnaces_II_of_Pontus_as_King_of_the_Bosporan_Kingdom.jpg&w=640&q=50)
ფარნაკე II
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარნაკე II — პონტოს და ბოსფორის სამეფოს მეფე. ფარნაკე II სამეფო ტახტზე მითრიდატე VI-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 63 წელს და დასრულდა ძვ. წ. 47 წელს, მის შემდეგ პონტოს სამეფო ტახტზე დარიოსი ავიდა.
სწრაფი ფაქტები პონტოს მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ფარნაკე II | |
---|---|
![]() | |
პონტოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 63 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 47 |
წინამორბედი: | მითრიდატე VI |
მემკვიდრე: | დარიოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დახურვა
ფარნაკე იყო ცნობილი მითრიდატე VI ევპატორის ვაჟი, რომელსაც ეკუთვნოდა ბოსფორის სამეფო ძვ.წ. 108 წლიდან. აპიანე ამბობდა, რომ მითრიდატე ვაჟებს შორის ყოველთვის გამოარჩევდა ფარნაკეს და ფიქრობდა, რომ მის ადგილს სწორედ ის დაიკავებდა.