From Wikipedia, the free encyclopedia
ფარაჯ კარა-ოღლუ კარაევი (აზერ. Fərəc Qara oğlu Qarayev; დ. 19 დეკემბერი, 1943, ბაქო) — რუს-აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი, აზერბაიჯანელი კომპოზიტორის კარა კარაევის შვილი, პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.
ფარაჯ კარაევი | |
---|---|
აზერ. Fərəc Qarayev | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი 1943 |
დაბ. ადგილი | ბაქო[1] |
წარმოშობა | აზერბაიჯანი |
გარდ. თარიღი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი |
საიტი | karaev.net |
1966 წელს წარჩინებით დაამთავრა უზ. გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია საკუთარი მამის, პროფესორი კარა კარაევის კომპოზიციის კლასით, 1971 მასთანვე — ასპირანტურა. 1966-დან 2003 წლამდე ასწავლიდა კომპოზიციას, ინსტრუმენტულობას და პოლიფონიას აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1991 წლიდან — ბაქოს მუსიკალური აკადემია), 1994 წლიდან — პროფესორი. 1991 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში და მოსკოვში. 1999 წლიდან — პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური თეორიის კათედრის პროფესორი, ასწავლის ინსტრუმენტალობის კურსს და (ცალკეულ სასწავლო წლებში) — ინსტრუმენტთმცოდნეობას.[2]
2003 წლიდან — ნ. ჟიგანოვის სახელობის ყაზანის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის პროფესორი. 1994–1996 წწ. თანამედროვე მუსიკის მოსკოვის ასოციაციის (თმა) ვიცე-პრეზიდენტი. 1995 წლიდან მის მიერ ბაქოში დაარსებული თანამედროვე მუსიკის საზოგადოების პრეზიდენტი Yeni Musiqi. 1980–1994 წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი ВаКаRА-ENSEMBLE (ბაქო). 1991–1992 წწ. — ა. კრუპას კულტურული ფონდის სტიპენდიატი (ესენი, გერმანია).
აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2018 წლის 27 მაისის განკარგულებით „აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათის“ ფარაჯ კარაევს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.