ფაზილ ისკანდერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფაზილ ისკანდერი (აფხ. Фазиль Абдул-иԥа Искандер; რუს. Фазиль Абдулович Искандер; დ. 6 მარტი, 1929, სოხუმი — გ. 31 ივლისი, 2016, მოსკოვი) — ირანულ-აფხაზური წარმოშობის საბჭოთა და რუსი მწერალი, ავტორი ლიტერატურული ციკლის „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა. ასევე, ის იყო რეალიზმის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, პოეტი, რომელმაც აუდიტორიის აღიარება მოიპოვა თავისი სატირული რომანებით და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნამუშევრებით.
ფაზილ ისკანდერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 მარტი, 1929(1929-03-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | სოხუმი |
გარდაცვალების თარიღი | 31 ივლისი, 2016(2016-07-31)[8] [2] [3] [5] [6] (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პერედელკინო[8] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საქმიანობა | სცენარისტი, მწერალი[5] , ჟურნალისტი, რომანისტი, პოეტი[5] და ესეისტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჟანრი | მემუარები, პროზა, სატირა, pritcha, ესე და აფორიზმი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, პუშკინის პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, ტრიუმფის პრემია, ორდენი „პატივი და დიდება“ და რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია კულტურის დარგში |
ხელმოწერა | |
საიტი | faziliskander.com |
1954 წელს დაასრულა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები“ (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს, 1950-იანი წლების ბოლოს აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში „Юность“.
მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი.