ფადლა II
From Wikipedia, the free encyclopedia
ფადლა II — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 918-929 წწ. ეკუთვნოდა არევმანელთა[1] საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე ლოწობანი. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია „საჯთა“ სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა და უკნა დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის კვირიკე I-ისა და აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის მიერ მიტაცებული ჰერეთის ტერიტორიები (არიში, გავაზანი და ორჭობი). 922 წელს ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს აშოტ II ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი — აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.