გიორგი II (აფხაზთა მეფე)
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი II — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957 წლებში, კონსტანტინე III-ის ძე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი II. |
გიორგი II | |
---|---|
ხოფის ეკლესიის წარწერა სადაც მოხსენიებულია მეფე გიორგი და მისი ქალიშვილი გურანდუხტი. | |
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 922 |
მმართ. დასასრული: | 957 |
წინამორბედი: | კონსტანტინე III |
მემკვიდრე: | ლეონ III |
გარდ. თარიღი: | 957 |
შვილები: | კონსტანტინე, გურანდუხტი |
მამა: | კონსტანტინე III |
მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული გურანდუხტი გურგენ მეფეთა მეფის მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.