From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის დებიუტი 2003 წლის ევროვიზიაზე იყო. უკრაინის პირველი წარმომადგენლები ალექსანდრე პონომარიოვი იყო. სიმღერით „Hasta La Vista“ მან მე-12 ადგილი დაიკავა. შემდეგი წარმომადგენელი იყო რუსლანა სიმღერით "Wild Dances". ზუსტად ამ სიმღერამ მოუტანა გამარჯვება და უკრაინა გახდა დსთ-დან პირველი ქვეყანა, სადაც ჩატარდა ევროვიზია. 2005 წლის ევროვიზია კიევში ჩატარდა. ამ კონკურსში მასპინძელმა-ქვეყანამ მე-19, ყველაზე დაბალი უკრაინისთვის, დაიკავა. უკრაინის შემდეგი წარმომადგენელი ტინა კაროლი იყო. მან მე-7 ადგილი დაიკავა, და რადგან ათეულში შევიდა, უკრაინის 2007 წლის წარმომადგენელი ვერკა სერდუჩკა ავტომატურად ჩაირთო ფინალში. მან მე-2 ადგილი დაიკავა, მაგრამ მისმა ტიპაჟმა[1] და სიმღერა „Dancing Lasha Tumbai“ სიტყვებმა[2] დიდი სკანდალი ატეხეს ჯერ მის სამშობლოში, შემდეგ კი რუსეთში. 2008 წლეს უკრაინის წარმომადგენელად აირჩიეს ანი ლორაკი. მისი კანდიდატურა თვით ვიქტორ იუშენკოსა და იულია ტიმოშენკოს მოეწონა[3]. ანი ლორკმა მე-2 ადგილი მოუტანა, მაგრამ პოლიტიკოსებმაც კი დაადანაშაულეს ევროვიზიის ორგანიზატორებს რეზულატეტების გაყალბებაში[4]. მოსკოვში 2009 წლის ევროვიზიაზე უკრაინამ წარადგინა სვეტლანა ლობოდა სიმღერით „Be My Valentine“.
წელი | ქულა (½) | ადგილი (½) | ქულა) | ადგილი | შემსრულებელი | სიმღერა |
2003 | 30 | 14 | ალექსანდრე პონომარიოვი | Hasta La Vista | ||
2004 | 256 | 2 | 280 | 1 | რუსლანა | Wild Dances |
2005 | 30 | 19 | გრინჯოლები | Разом нас багато | ||
2006 | 146 | 7 | 145 | 7 | ტინა კაროლი | Show Me Your Love |
2007 | 235 | 2 | ვერკა სერდუჩკა | Dancing Lasha Tumbai | ||
2008 | 152 | 1 | 230 | 2 | ანი ლორაკი | Shady Lady |
2009 | 80 | 6 | 76 | 12 | სვეტლანა ლობოდა | Be My Valentine |
საშუალო ადგილი: 8
უკრაინამ მისცა ყველაზე მეტი ქულა...
№ | ქვეყანა | ქულა |
---|---|---|
1 | რუსეთი | 68 |
2 | ნორვეგია | 34 |
3 | მოლდოვა | 26 |
4 | სომხეთი | 22 |
5 | აზერბაიჯანი | 20 |
უკრაინამ მიიღო ყველაზე მეტი ქულა...
№ | ქვეყანა | ქულა |
---|---|---|
1 | პოლონეთი | 72 |
2 | პორტუგალია | 59 |
3 | რუსეთი | 50 |
4 | ლატვია | 44 |
5 | ისრაელი | 42 |
წელი | მდებარეობა | ადგილი | წამყვანები |
---|---|---|---|
2005 | კიევი | სპორტის სასახლე | მარია ეფროსინინა და პავლო შილკო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.