უელსის პრინცესა
From Wikipedia, the free encyclopedia
უელსის პრინცესა (უელს. Tywysoges Cymru, ინგლ. Princess of Wales) — ბრიტანული არისტოკრატიული წოდება, რომელსაც ატარებენ უელსის პრინცის მეუღლეები. წოდება დაარსდა 1278-1283 წლებში ინგლისის მეფე ედუარდ I-ის მიერ უელსის სამთავროს დაპყრობის შემდეგ და იგი ენიჭებოდა ჯერ ინგლისის, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის ცოლს. ისტორიაში პირველი უელსის პრინცესა იყო ჯოან კენტელი, ეგრეთ წოდებული „შავი პრინცის“ მეუღლე, რომელმაც ვერ მოახერხა სადედოფლო ტახტზე ასვლა. დღეისათვის უელსის პრინცესა კამილა პარკერ ბოულესია, რომელიც არის დედოფალ ელისაბედ II-ის ვაჟის, უელსის პრინც ჩარლზის მეორე მეუღლე. ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უელსის პრინცესად სწორედ ჩარლზის პირველი ცოლი, პრინცესა დიანა სახელდება.