უელე
From Wikipedia, the free encyclopedia
უელე (ფრანგ. Uele) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი. აუზის ფართობი 140 ათ. კმ². სათავე აქვს ლურჯ მთებში, ტბა მობუტუ-სესე-სეკოს დასავლეთით. სათავეში ეწოდება კიბალა. მიედინება ტროპიკულ ტყესა და სავანაში. ჭორომიანია. მდინარე მბომუსთან შეერთების შემდეგ წარმოქმნის მდინარე უბანგის.
სწრაფი ფაქტები უელე, ქვეყანა ...
უელე | |
---|---|
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სათავე | ლურჯი მთები |
სიგრძე | 1000 კმ |
აუზის ფართობი | 140 000 კმ² |
უელე ვიკისაწყობში |
დახურვა