![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/92/Village_Tkarsheti.jpg/640px-Village_Tkarsheti.jpg&w=640&q=50)
ტყარშეტი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ტყარშეტი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1920 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფლის მახლობლადაა შუა საუკუნეების ეკლესია და ნასახლარები. სოფლის ტერიტორია მტკვარ-არაქსის პერიოდში (ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანები-ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანები) იყო დასახლებული. მოიხსენიება XV და XVIII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. სოფლის განაპირას მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია. დარბაზული ეკლესია ქვის მოზრდილი კვადრებითაა ნაგები. ეკლესიას არ აქვს აფსიდი და აღმოსავლეთით სწორი კედლით მთავრდება. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტყარშეტი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ტყარშეტი | |
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორისციხე |
კოორდინატები | 42°36′46″ ჩ. გ. 44°34′40″ ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. IV ათასწლეული |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1920 მ |
მოსახლეობა | 107[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა