![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Tornionjoki_Kukkolankoski_Vastarannalla_Ruotsi.jpg/640px-Tornionjoki_Kukkolankoski_Vastarannalla_Ruotsi.jpg&w=640&q=50)
ტურნეელვენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურნეელვენი (შვედ. Torne älv) ან ტორნიონიოკი (ფინ. Tornionjoki) — მდინარე ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში. ვხვდებით დასახელების სხვადასხვა ვარიანტს : ტურნეელვი, ტორნიელვი (შვედ.) ტორნიოიოკი, ტორნიო-იოკი (ფინ.).
სწრაფი ფაქტები ტურნეელვენი, ქვეყანა ...
ტურნეელვენი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() |
სიგრძე | 565 კმ |
აუზის ფართობი | 40 240 კმ² |
![]() |
დახურვა
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Tornealven.jpg/320px-Tornealven.jpg)
მდინარის სიგრძე 565 კმ-ია, აუზი კი — 40,2 ათ. კმ². ტურნეელვენი სათავეს ტბა ტურნეტრესკიდან იღებს სკანდინავიის მთებში შვედეთ-ნორვეგიის საზღვარზე და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება ლაპლანდიის პლატოზე ბოტნიის ყურემდე. ზემო დინებაში ჩანჩქერები, ჩქერალები და მრავალრიცხოვანი ტბებია. იყინება ნოემბრიდან მაისამდე.[1]
მდინარის ქვემო დინებაში შვედეთ-ნორვეგიის საზღვარია გავლებული.
ტურნეელვენზე სამდინარო ტურიზმია განვითარებული. შესართავთან საზღვაო პორტები ტორნიო (ფინეთი) და ჰაპანანდაა (შვედეთი).[2]