From Wikipedia, the free encyclopedia
ტულუზის მეტროპოლიტენი (ფრანგ. Métro de Toulouse) — მეტროპოლიტენის სისტემა საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში. 2003 წლამდე მართავდა კომპანია SEMVAT (Société d'économie mixte des voyageurs de l’agglomération toulousaine), რომლის აქციების 80 %-იც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, 20 % კი — კერძო აქციონერებს. 2003 წლიდან კი მართავს სახელმწიფო კომპანია Tisséo Réseau Urbain.
ტულუზის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ქალაქი | ტულუზა |
გახსნის თარიღი | 1993 |
ხაზის სიგრძე | 28,2 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 38 |
ხაზთა რაოდენობა | 2 |
მგზავრები დღეში | 350 ათ. |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
მეტროპოლიტენი შედგება 2 ხაზისგან: A და B. ორივე ხაზი აბსოლუტურად ავტომატურია და კომპანია MATRA-ს მიერ შემუშავებულ VAL ტექნოლოგიას იყენებს.
ხაზი A შედგება 18 სადგურისგან. 13 მათგანს გააჩნია თანაბარი სიგრძე 52 მ. და შეუძლია ოთხვაგონიანი შემადგენლობის მიღება. ყველა სადგური დახურული ტიპისაა. ყოველ ორვაგონიან სექციას შეუძლია 150-200 მგზავრის მიღება. მატარებელს შუძლია, განავითაროს 60 კმ/სთ. სიჩქარე. მინიმალურად შესაძლებელი ინტერვალი — 65 წმ.-ია.
ხაზი B შედგება 15 კილომეტრზე განლაგებული 20 სადგურისგან და ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთს. ქალაქის ცენტრში „ჟან-ჟორესის“ სადგურზე შესაძლებელია ხაზ A-ზე გადაჯდომა.
დღესდღეობით გამოიყენება 2 ტიპის ვაგონები: VAL 206 და VAL 208.
Basso-Cambo — Balma Gramont. ძირითადად მიწისქვეშა ტიპისაა. გარკვეული ნაწილი კი ესტაკადებზეა.
ხაზი შედგება 18 სადგურისგან, რომლის სიგრძეც 12,5 კმ.-ია. იგი კვეთს ქალაქს ჩრ.-აღ.-დან სამხ.-დას.-ისკენ და გადის ტულუზის ცენტრში.
Borderouge — Ramonville
ხაზი შედგება 20 სადგურისგან, რომლის სიგრძეც 15 კმ.-ია და გადის ჩრ.-დან სამხ.-ისკენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.