ტულოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ტულოუ (ჩინ. 福建土楼) — უჩვეულო არქიტექტურის, ციხესიმაგრის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობების კომპლექსი ჩინეთის ფუძიანისა და გუანდუნის პროვინციებში.[1] მათი უმრავლესობა XII-XX საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა.[2]
ტულოუ* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, v |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 25°01′23″ ჩ. გ. 117°41′09″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1113 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ნაგებობები წრიული ან მართკუთხა ფორმისაა და 3-5 სართულისაგან შედგება, განკუთვნილია 80 ოჯახის საცხოვრებლად. პირველი შენობები ჰაკას ეთნიკური ჯგუფის მიერ აშენდა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთ ჩინეთიდან გადმოსახლდნენ. ადგილობრივები მათ არამეგობრულად შეხვდნენ და ამით აიხსნება მათ მიერ ამგვარი დახურული შენობების აგება.
მრგვალი შენობების დიამეტრი 50 - 90 მეტრია, გარე კედლების სისქე 1-2 მეტრია. ზედა ნაწილში, გასდევს ვიწრო ჭრილები. მინიმალურია ჭიშკრების რაოდენობა. ზოგიერთი მათგანი გრანიტითაა ნაგები, ხოლო უმრავლესობა თიხის, ქვიშისა და კირის ნარევით. შენობების საერთო რიცხვი 46-ია.
1987 წელს, იუნესკომ ნაგებობები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „უნიკალური მაგალითი განსხვავებული არქიტექტურისა და თავდაცვის მიზნით ადამიანთა საერთო, ჰარმონიული თანაცხოვრებისა".