ტუკანო
ინდოელი ხალხი / From Wikipedia, the free encyclopedia
ტუკანო, ტუკანა — ინდიელ ტომთა ჯგუფი. ცხოვრობენ ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიასა და კოლუმბიის მომიჯნავე რაიონებში. ლაპარაკობენ ტუკანო ენებზე. გავრცელებულია ანიმისტური რწმენები. ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, თევზჭერა, ნადირობა. მუშაობენ კაუჩუკისა და ტყის სხვა პროდუქტების შეგროვებაზე. იყოფიან მამისეულ გვარებად. ქორწინების დამახასიათებელი ფორმაა დების გაცვლა.