ტრამვაი, სახელად სურვილი
ტენესი უილიამსის პიესა / From Wikipedia, the free encyclopedia
ტრამვაი, სახელად სურვილი (ინგლ. A Streetcar Named Desire) — ტენესი უილიამსის პიესა. პრემიერა შედგა ბროდვეიზე 1947 წლის 3 დეკემბერს. პიესა მოგვითხრობს სამხრეთელი ლამაზმანი ბლანშ დიუბუას შესახებ, რომელიც ვალების გამო მემკვიდრეობით მიღებული სახლის დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად დასთან და სიძესთან ნიუ-ორლეანის ღარიბ გარეუბანში გადადის.
„ტრამვაი სახელად სურვილი“ XX საუკუნის კრიტიკულად აღიარებულ პიესებს შორის ერთ-ერთი პირველია. დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი პიესაა, მისი არაერთი სხვა სახის ადაპტაცია არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია 1951 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ვივიენ ლი და მარლონ ბრანდო ასრულებენ.