From Wikipedia, the free encyclopedia
ტოსკანა-ემილიის აპენინები (იტალ. Appennino tosco-emiliano) — ქედი იტალიაში. აპენინების ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ლაჩიზისა და ბოკა-ტრაბარიის უღელტეხილებით. სიგრძე 215 კმ, სიმაღლე 2165 მ (მთა ჩიმონე). მწვერვალები უმთავრესად აგებულია კირქვებით, კალთები — ქვიშაქვებით, ფიქლებითა, და კონგლომერატებით. შედგება კულისისებრი ქედებისაგან, რომელთაც ჩრდილო-აღმოსავლეთით დამრეცი კალთები აქვთ, სამხრეთ-დასავლეთით — ციცაბო. კალთები შემოსილია შერეული და ფართოფოთლოვანი ტყით.
ტოსკანა-ემილიის აპენინები | |
---|---|
ჩიმონე | |
კოორდინატები: 44°11′37″ ჩ. გ. 10°42′05″ ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
უმაღლესი წერტილი | ჩიმონე |
სიმაღლე | 2165 მ |
სიგრძე | 215 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.