From Wikipedia, the free encyclopedia
ტობაგო (ინგლ. Tobago) — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტრინიდადი და ტობაგოს სიდიდით მეორე კუნძული. ფართობი 300 კმ². კუნძულის სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვა tobacco-დან, რაც ქართულად თამბაქოს ნიშნავს.
მშობ. სახელი: ინგლ. Tobago | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | |
ფართობი | 300 კმ² |
სიგრძე | 41 კმ |
სიგანე | 14 კმ |
უმაღლესი წერტილი | 576 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 60 874[1] (2011) |
სიმჭიდროვე | 202,91 /კმ² |
კუნძულის მთავარი ქედი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და წარმოადგენს ვენესუელის სანაპირო ქედის გაგრძელებას. ქედის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრია, იგი დასერილია მთის მდინარეთა ხეობებით. ტობაგოზე უნიკალური ბუნებაა, რომელიც რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული. მარადმწვანე ტყის საფარისა და საერთოდ ფლორის შესანარჩუნებლად შექმნილია უნიკალური ნაკრძალი „Buccoo Reef“.
ტრინიდადის მსგავსად, ტობაგოც კოლუმბმა აღმოაჩინა და კუნძული ესპანელებმა დაიკავეს. სხვა ახლო მდებარე კუნძულებისგან განსხვავებით, ამ კუნძულს კოლონიზაციის კვალი ნაკლებად დაეტყო. თუმცა XVII საუკუნეში ამ კუნძულისათვის იბრძოდნენ ინგლისელები, ფრანგები, ნიდერლანდელები და ასევე ძველი კურლანდიის საჰერცოგოც. 1704 წელს კუნძული გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად, თუმცა იმის მერე, რაც კუძულზე მეკობრეებმა თავიანთი ბაზა დააარსეს, აქ 1763 წელს ბრიტანეთმა ისევ აღადგინა კოლონიალური მმართველობა. 1888 წელს ტობაგო გაერთიანდა ტრინიდადთან, 1889 წელს შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო, ხოლო 1946 წელს გახდა თვითმმართველი ტერიტორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. 1960-იანი წლების დასაწყისში ტრინიდადმა და ტობაგომ მიიღეს დამოუკიდებელი შიდა თვითმმართველობის უფლება, ხოლო 1962 წელს მათ მიიღეს სრული დამოუკიდებლობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.