სომეხი და საბჭოთა მოჭადრაკე From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგრან ვართანის ძე პეტროსიანი (სომხ. Տիգրան Պետրոսյան; დ. 17 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, მოსკოვი) — სომეხი და საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი 1963–1966 წლებში,[1] საერთაშორისო დიდოსტატი (1952), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1969, 1975), მოსკოვის სამგზის ჩემპიონი (1951, 1956 (ვლადიმერ სიმაგინთან ერთად), 1968 (დავით ბრონშტეინთან ერთად)). ჭადრაკის თეორეტიკოსი და ჟურნალისტი, ყოველთვიური „საჭადრაკო მოსკოვის“ რედაქტორი (1963–1966), ყოველკვირეული გაზეთის „64“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1968–1977). საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. მისი თამაშის სტილის გამო „რკინის ტიგრანი“ შეარქვეს, ვინაიდან მისი თავდაცვა თითქმის შეუღწევადი იყო.[2][3] ზედიზედ ათჯერ (1953 წლიდან 1980 წლამდე) ითამაშა პრედენდენტთა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩებში, მათ შორის ორჯერ (1966, 1969), როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა. პეტროსიანმა მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინი 1969 წელს, ბორის სპასკისთან გამართული ბრძოლის შემდეგ დაკარგა.[4]
ტიგრან პეტროსიანი | |
---|---|
ტიგრან პეტროსიანი 1962 წელს | |
დაბადების სახელი | ტიგრან პეტროსიანი |
დაბადების თარიღი |
19 ივნისი, 1929 ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
13 აგვისტო, 1984 (55 წლის) მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა | სსრ კავშირი |
მშობლები | მამა: ვართან პეტროსიანი |
ჯილდოები |
ტიგრან პეტროსიანი 1929 წლის 17 ივნისს, თბილისში, სომხურ ოჯახში დაიბადა. მამა — ვართან პეტროსიანი, თბილისის ოფიცერთა სახლის მეეზოვედ მუშაობდა. მშობლები ადრე დაკარგა და უფროსმა დამ — ვართუშმა გაზარდა.
ჭადრაკს ეზიარა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციაში; მისი პირველი მწვრთნელი იყო არჩილ ებრალიძე. პეტროსიანი პოზიციური სტილის მოჭადრაკე იყო. პეტროსიანის საჭადრაკო შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია არონ ნიმცოვიჩის წიგნმა „ჩემი სისტემა პრაქტიკაში“ (რუს. «Моя система на практике»).
პირველ წარმატებებს საკავშირო ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მიაღწია: 16 წლის ასაკში 1945 წელს — 1–3 ადგილი, 1946 წელს — 1-ლი ადგილი; საქართველოს (1945) და სომხეთის (1946, 1947–48, გენრიხ კასპარიანთან ერთად) ჩემპიონატებზეც პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტის ოსტატის ნორმატივი საკავშირო ჩემპიონატის ნახევარფინალში (1947) შეასრულა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში (1949) მე-16 ადგილი დაიკავა. 1950 წელს მოსკოვში გადასვლის შემდეგ მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია მოსკოვის პირველობაზე: 1950 წელს — მე-3 ადგილი, 1951 და 1956 წლებში — 1-ლი ადგილი. 1951 წლის საკავშირო ჩემპიონატზე დიდოსტატის სათამაშო კლასი აჩვენა (მე-2–3 ადგილი) და 1952 წლის ინტერზონალურ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც ასევე მე-2–3 ადგილი გაინაწილა.
1958–1974 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი; 1969–1976 წლებში ყოველკვირეული „64-ის“ (გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ დამატება) რედაქტორი. ავტორია წიგნისა „ჭადრაკი და ფილოსოფია“ (1969). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
წელი | ქალაქი | შეჯიბრი | + | − | = | შედეგი | ადგილი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1944 | თბილისი | პირველი კატეგორიის ტურნირი | ? | ? | ? | ? | 2 |
თბილისი | საქართველოს სსრ მე-5 ჩემპიონატი | ? | ? | ? | ? | 9–11 | |
1945 | თბილისი | თბილისის ჩემპიონატი | 6 | 1 | 4 | 11-დან 8 | 2 |
ლენინგრადი | საბჭოთა კავშირის IV ახალგაზრდული ჩემპიონატი | 8 | 1 | 6 | 15-დან 11 | 1–3 | |
თბილისი | საქართველოს სსრ მე-6 ჩემპიონატი | 10 | 2 | 3 | 15-დან 11½ | 1 | |
1946 | თბილისი | საქართველოს სსრ მე-7 ჩემპიონატი | 10 | 4 | 5 | 19-დან 12½ | 5 |
ერევანი | სომხეთის სსრ მე-6 ჩემპიონატი | 8 | 0 | 2 | 10-დან 9 | 1 | |
ლენინგრადი | საბჭოთა კავშირის V ახალგაზრდული ჩემპიონატი | 13 | 0 | 2 | 15-დან 14 | 1 | |
ლენინგრადი | ოსტატობის კანდიდატთა საკავშირო ტურნირი | 3 | 5 | 7 | 15-დან 6½ | 8–11 | |
ერევანი | მატჩი სომხეთის ჩემპიონის ტიტულისთვის გ. კასპარიანთან | 5 | 3 | 6 | 8 : 6 | ||
1947 | ერევანი | სომხეთის სსრ მე-7 ჩემპიონატი | 7 | 1 | 3 | 11-დან 8½ | 2–4 |
თბილისი | ოსტატობის კანდიდატთა საკავშირო ტურნირი | 8 | 0 | 7 | 15-დან 11½ | 1 | |
რიგა | სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ ჩემპიონატი | 6 | 4 | 9 | 19-დან 10½ | 10 | |
მოსკოვი | სსრკ მე-16 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 6 | 4 | 5 | 15-დან 8½ | 5 | |
1948 | ერევანი | სომხეთის სსრ მე-8 ჩემპიონატი | 12 | 0 | 1 | 13-დან 12½ | 1–2 |
თბილისი | სსრკ პირველი გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალი[georgian 1] | ? | ? | ? | ? | ||
თბილისი | ამიერკავკასიის რესპუბლიკების საჭადრაკო ტურნირი | 6 | 0 | 6 | 12-დან 9 | 2 | |
1949 | ერევანი | სომხეთის სსრ მე-9 ჩემპიონატი | 12 | 2 | 1 | 15-დან 12½ | 2 |
თბილისი | საბჭოთა კავშირის მე-17 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 7 | 1 | 8 | 16-დან 11 | 2 | |
მოსკოვი | საბჭოთა კავშირის მე-17 ჩემპიონატი 1949 | 4 | 8 | 7 | 19-დან 7½ | 16 | |
ტაშკენტი | უზბეკეთის სსრ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი | 11 | 1 | 3 | 15-დან 12½ | 1–2 | |
1950 | მოსკოვი | მოსკოვის ჩემპიონატი 1950 | 4 | 1 | 10 | 15-დან 9 | 3 |
გორკი | საბჭოთა კავშირის მე-18 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 8 | 3 | 4 | 15-დან 10 | 2–3 | |
მოსკოვი | საბჭოთა კავშირის მე-18 ჩემპიონატი 1950 | 5 | 6 | 6 | 17-დან 8 | 12–13 | |
1951 | ვილნიუსი | ლიტვის სსრ ჩემპიონატი (კონკურსგარეშე) | 8 | 3 | 3 | 14-დან 9¼ | 2–4 |
ტაშკენტი | მატჩი მ. მუხიტდინოვთან[georgian 2] | 7 | 0 | 7 | 10½ : 3½ | ||
სვერდლოვსკი | საბჭოთა კავშირის მე-19 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 9 | 1 | 9 | 19-დან 13½ | 1 | |
თბილისი | საკავშირო ჩემპიონატი რესპუბლიკების ნაკრებ გუნდებს შორის[georgian 3] | 2 | 2 | 1 | 5-დან 2½ | ||
მოსკოვი | მოსკოვის ჩემპიონატი 1951 | 7 | 0 | 5 | 12-დან 9½ | 1 | |
თბილისი | ტურნირი ოსტატთა მონაწილეობით | 7 | 3 | 5 | 15-დან 9½ | 2–3 | |
მოსკოვი | საბჭოთა კავშირის მე-19 ჩემპიონატი 1951 | 8 | 2 | 7 | 17-დან 11½ | 2–3 | |
1952 | ბუდაპეშტი | ბუდაპეშტის საჭადრაკო ტურნირი[georgian 4] | 6 | 4 | 7 | 17-დან 9½ | 7–8 |
გაგრა | საწვრთნელ-მოსამზადებელი მატჩ-ტურნირი | 2 | 3 | 2 | 7-დან 3 | 7–8 | |
სტოკჰოლმი[georgian 5] | ინტერზონალური საჭადრაკო ტურნირი 1952 | 7 | 0 | 13 | 20-დან 13½ | 2–3 | |
1953 | ბუქარესტი | ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირი | 7 | 0 | 12 | 19-დან 13 | 2 |
გაგრა | დიდოსტატთა საწვრთნელ-მოსამზადებელი ტურნირი | 4 | 1 | 4 | 9-დან 6 | 3 | |
ციურიხი | პრეტენდენტთა ტურნირი | 6 | 4 | 18 | 28-დან 15 | 5 | |
ვენა | მატჩი ავსტრია — საბჭოთა კავშირი[georgian 6] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
1954 | კიევი | საბჭოთა კავშირის 21-ე ჩემპიონატი 1954 | 6 | 0 | 13 | 19-დან 12½ | 4–5 |
ბუენოს-აირესი | მატჩი არგენტინა — საბჭოთა კავშირი[georgian 7] | 1 | 0 | 3 | 4-დან 2½ | ||
მონტევიდეო | მატჩი საბჭოთა კავშირი — ურუგვაი[georgian 8] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
პარიზი | მატჩი საფრანგეთი — საბჭოთა კავშირი[georgian 9] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
ნიუ-იორკი | მატჩი აშშ — საბჭოთა კავშირი[georgian 10] | 2 | 0 | 2 | 4-დან 3 | ||
ლონდონი | მატჩი ინგლისი — საბჭოთა კავშირი[georgian 11] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
სტოკჰოლმი | მატჩი შვედეთი — საბჭოთა კავშირი[georgian 12] | 1 | 0 | 1 | 2-დან 1½ | ||
მოსკოვი | მატჩი მოსკოვი — უკრაინის სსრ[georgian 13] | 1 | 0 | 0 | 1-დან 1 | ||
რიგა | საბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1954[georgian 14] | 5 | 1 | 4 | 10-დან 7 | 1 | |
ბელგრადი | ბელგრადი საერთაშორისო ტურნირი[georgian 15] | 7 | 3 | 9 | 19-დან 11½ | 4–5 | |
1955 | მოსკოვი | საბჭოთა კავშირის 22-ე ჩემპიონატი 1955 | 4 | 0 | 15 | 19-დან 11½ | 3–6 |
ბუდაპეშტი | მატჩ-ტურნირი უნგრეთი — სსრკ (სხევენინგენის სისტემა) | 4 | 0 | 3 | 7-დან 5½ | 1 | |
მოსკოვი | მატჩი საბჭოთა კავშირი — აშშ[georgian 16][5] | 4 | 0 | 0 | 4-დან 4 | ||
გეტებორგი | ინტერზონალური საჭადრაკო ტურნირი 1955 | 5 | 0 | 15 | 20-დან 12½ | 4 | |
1956 | ამსტერდამი | პრეტენდენტთა ტურნირი | 3 | 2 | 13 | 9½ из 18 | 3–7 |
ბელგრადი | მატჩი იუგოსლავია — სსრკ (სხევენინგენის სისტემა) | 1 | 1 | 6 | 8-დან 4 | 9–10 | |
მოსკოვი | მოსკოვის ჩემპიონატი ჭადრაკში 1956 | 6 | 1 | 8 | 15-დან 10 | 1–2 | |
მოსკოვი | მატჩი მოსკოვის ჩემპიონის წოდებისთვის[georgian 17] | 3 | 1 | 1 | 3½ : 2½ | ||
თბილისი | საბჭოთა კავშირის 24-ე ჩემპიონატის ნახევარფინალი | 8 | 0 | 9 | 17-დან 12½ | 1 | |
1957 | მოსკოვი | საბჭოთა კავშირის 24-ე ჩემპიონატი 1957 | 7 | 4 | 10 | 21-დან 12 | 7–8 |
ლენინგრადი | მატჩ-ტურნირი სსრკ — იუგოსლავია (სხევენინგენის სისტემა) | 3 | 1 | 4 | 8-დან 5 | 6 | |
ვენა | ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1957[georgian 18] | 3 | 0 | 2 | 5-დან 4 | 1 | |
კიევი | საბჭოთა კავშირის 25-ე ჩემპიონატის ნახევარფინალი | 7 | 1 | 11 | 19-დან 12½ | 1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.