ტიბესტის რეგიონი (ფრანგ. Tibesti, არაბ. منطقة تبستي) — ჩადის რეგიონი. შეიქმნა 2008 წლის 19 თებერვალს ჩადის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, რის შედეგადაც გაიზარდა რეგიონების რაოდენობა[1], რეფორმამდე შედიოდა უფრო მსხვილი რეგიონის — ბორკუ-ენედი-ტიბესტის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბარდაი. ფართობი — 130 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 21 970 ადამიანს.[2][3][4][5]

სწრაფი ფაქტები რეგიონი, ქვეყანა ...
რეგიონი
ტიბესტის რეგიონი
ფრანგ. Tibesti
არაბ. منطقة تبستي
Thumb
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Bardaï
შიდა დაყოფა Tibesti Ouest და Tibesti Est
კოორდინატები 21°25′00″ ჩ. გ. 17°04′00″ ა. გ.
დაარსდა 2008
ფართობი 130 000 კმ²
მოსახლეობა 21 970 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 0,17 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
Thumb
დახურვა

რეგიონის სახელწოდება წარმოსდგება მის ტერიტორიაზე მდებარე ტიბესტის მთიანეთის გამო.

გეოგრაფია

ტიბესტის რეგიონი მთლიანად მდებარეობს საჰარის უდაბნოს ზონაში ჩადის ჩრდილოეთით. რეგიონის რელიეფს განსაზღვრავს ტიბესტის მთიანეთი. კლიმატი მკვეთრად კონტინენტალურია, ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში იწევს 45 °C-მდე.

ისტორია

ტიბესტის რეგიონში კლდეზე შესრულებული ნახატები ამტკიცებენ, რომ აქ არსებობდა ნეოლითის ხანის ცივილიზაცია 25 ათასი წლის წინ.

პირველი ევროპელი, რომელიც 1859 წელს ესტუმრა ტიბესტის რეგიონს და ნებართვის გარეშე ქალაქ ზუარს, იყო გუსტავ ნახტიგალი. ამისთვის მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მისი თხოვნა შეწყალების შესახებ უარყოფილი იქნა, მაგრამ მას უშველა ადგილობრივმა არისტოკრატმა არამი ტეტიმიმ, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა.

მოსახლეობა

ტიბესტის რეგიონი დასახლებულია ტუბუს ეთნიკური ჯგუფით, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო ჩადში, არამედ ნიგერში, ლიბიაში, სუდანში და ეგვიპტეში. მოსახლეობა ძირითადად სუნიტი მუსლიმებია.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტიბესტის რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად: აღმოსავლეთი ტიბესტი (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან) და დასავლეთი ტიბესტი (3 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა

ტიბესტის რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა (თხების და აქლემების მოშენება), ასევე მიწათმოქმედება (ფინიკის პალმა). მოსახლეობის ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას მისდევს.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.