From Wikipedia, the free encyclopedia
ტაშკენტის მეტროპოლიტენი (უზბ. Toshkent metropoliteni) — მეტროპოლიტენის სისტემა ტაშკენტში; უზბეკეთი, პირველი მეტროპოლიტენი ცენტრალურ აზიაში.
ტაშკენტის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | უზბეკეთი |
ქალაქი | ტაშკენტი |
გახსნის თარიღი | 6 ნოემბერი 1977 |
ხაზის სიგრძე | 59,5 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 43 |
ხაზთა რაოდენობა | 4 |
მგზავრები დღეში | 374,6 ათასი (2022 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 136,7 მლნ. (2022 წ.) |
ხაზების სქემა | |
ტაშკენტის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968-1970 წლებში დაიწყო; პირველი ხაზი (ჩიალანზარის ხაზად წოდებული) 1977 წელს გაიხსნა 12,2 კმ სიგრძითა და 9 სადგურით. უმოკლეს ვადებში შეიქმნა აუცილებელი სამეწარმეო ბაზა, რომელმაც ბეტონის კონსტრუქციიდან დაწყებული თუჯის ტიუბინგების ჩათვლით ყველაფრის ადგილობრივად წარმოება დაიწყო.
პირველი გასაშვები მონაკვეთი 1977 წელს ჩაბარდა. მეტროს მშენებლობა თავიდანვე მაღალი სეისმური აქტივობის გათვალისწინებით დაიწყო (სპეციალისტთა მტკიცებით, მეტროს კონსტრუქცია 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი). ტაშკენტში მიწისძვრების სიხშირის მიუხედავად, მეტროპოლიტენის პირველ ხაზს მუშაობა არასდროს შეუწყვეტია დღიდან გახსნისა.
# | სახელი | საბოლოო სადგურები | ფერი | ამუშავდა | სადგურების რაოდენობა | სიგრძე (კმ) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩილანზარისა | «საბირ რახიმოვი» — «აბრეშუმის დიდი გზა» | წითელი | 6.11.1977 | 17 | 23,7 |
2 | უზბეკეთისა | «ბერუნი» — «ჩკალოვისა» | ლურჯი | 07.12.1984 | 11 | 14,3 |
3 | იუნუსაბადისა | «ჰაბიბ აბდულაევი» — «მინგ ურიკი» | მწვანე | 26.10.2001 | 8 | 10,5 |
4 | სერგელიისა | «უზბეკეთის დამოუკიდებლობის ოცდათხუთმეტი წლისთავის ხაზი» (ყოფ. «წრიული ხაზი») | ნარინჯი | 2020 | 7 | 11 |
სულ: | 43 | 59,5 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.