From Wikipedia, the free encyclopedia
ტანგანიიკის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Tanganyika) — სახელმწიფო დიდი ბრიტანეთის ყოფილ სამანდატო ტერიტორიაზე. ქვეყანა არსებობდა 1961–1964 წლებში, ნიასას, ტანგანიიკასა და ვიქტორიას ტბებს და ინდოეთის ოკეანეს შორის მდებარე ტერიტორიაზე. 1885–1919 წლებში გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის კოლონიის ნაწილი, ამჟამად ტანზანიის კონტინენტური ნაწილი.
ტანგანიიკის რესპუბლიკა Republic of Tanganyika რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | დარ-ეს-სალამი | ||||||||
ენა | ინგლისური | ||||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||||
ისტორია | |||||||||
- დამოუკიდებლობის გამოცხადება | 9 დეკემბერი 1961 | ||||||||
- რესპუბლიკის გამოცხადება | 9 დეკემბერი 1962 | ||||||||
- ტანზანიის ჩამოყალიბება | 30 ივნისი 1964 | ||||||||
ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1961 წლის 9 დეკემბერს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოცხადდა რესპუბლიკად და გაერთიანდა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. 1964 წელს ზანზიბარისა და პემბის სახალხო რესპუბლიკასთან გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.